სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წამყვან და მენტორ მასწავლებლებს განაცხადის წარსადგენად ვადა 7 ივლისის ჩათვლით აქვთ - სავალდებულო ფუნქციების შესრულება სავალდებულოა
05-07-2026
-
+


2026 წლის 7 ივლისის ჩათვლით წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა უნდა დაწერონ განცხადება დირექტორის სახელზე, რათა საჯარო სკოლამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრმა შეძლონ სტატუსის შესაბამისად, არჩეული მიმართულების სათანადო ფუნქციების განსაზღვრა.

მასწავლებლებს სქემით განსაზღვრული სავალდებულო ფუნქციების შესასრულებლად ერთ-ერთი მიმართულების არჩევა ევალებათ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის N641 დადგენილებით.

წამყვანმა მასწავლებელმა უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას განცხადებით, მენტორმა - რესურსცენტრს.

ინფორმაციისთვის: სკოლის მიერ შეთავაზებული საქმიანობა იყოფა სამ ძირითად მიმართულებად:

სწავლა-სწავლება: კოლეგების პროფესიული მხარდაჭერა, ახალი მეთოდების დანერგვა, ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობა და მენტორობა.

მართვა და ადმინისტრირება: სკოლის განვითარების გეგმაზე მუშაობა, პროექტების მართვა და ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩართულობა.

საგანმანათლებლო კვლევა: სკოლის გამოწვევების ანალიზი, კვლევითი საქმიანობა და პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების ძიება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება