| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დღეს, 20 ივნისს, დასავლეთ საქართველოს ყველაზე აქტიური, ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები კუთვნილ ჯილდოებს იღებენ - izrune.ge, რომელმაც სკოლა, მოსწავლე და მშობელი ერთი იდეის ირგვლივ გააერთიანა, მორიგ ტრიუმფს ბათუმში აღნიშნავს.
აქვე სიამაყით უნდა აღვნიშნოთ - izrune.ge-ს მთავარი ფენომენი იმაში მდგომარეობს, რომ შეძლო მანამდე არსებული დისტანციის გაქრობა სკოლას, მოსწავლესა და ოჯახს შორის. მრავალფეროვანი, შემეცნებითი და ინოვაციური ტესტების წყალობით, ბავშვებისთვის სწავლა სახალისოა, მშობლები კი შვილების განათლების თანამონაწილენი ხდებიან.
ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, მსოფლიოში ყველაზე მზრუნველმა პორტალმა ათიათასობით თანამოაზრე რომ შემოიკრიბა, წლების განმავლობაში დგას მომავალი თაობების სადარაჯოზე, მოსწავლეებს ცოდნის განმტკიცებაში ეხმარება და უვითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც წარმატებული მომავლის საძირკველს შეუქმნის.
izrune.ge-ს ბათუმურ დღესასწაულს პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება, რომელიც წარმატებულ იზრუნელებს სპეციალურ ვარსკვლავურ დიპლომებს, მედლებსა და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.
ჩვენ კი დავძენთ, რომ დღეს, 20 ივნისს, izrune.ge-მ მორიგად დაამტკიცა - როდესაც სწორად შერჩეული თანამედროვე ტექნოლოგიები, სკოლა და ოჯახური მზრუნველობა ერთიანდება, წარმატება გარდაუვალია.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი