| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოში 2025–2026 სასწავლო წელი II–XI კლასების მოსწავლეებისთვის 15 ივნისს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო კალენდრის მიხედვით, აღნიშნული კლასებისთვის სასწავლო წელი 171 სასწავლო დღეს მოიცავს.
აქვე შეგახსენებთ, რომ I კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა 27 მაისს დასრულდა, ხოლო XII კლასის მოსწავლეებისთვის – 20 მაისს.
საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ზაფხულის არდადეგები 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ახალი,2026-2027 სასწავლო წელი კი 15 სექტემბრიდან დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებისთვის სამუშაო პროცესი, როგორც წესი, მოსწავლეების ბოლო სასწავლო დღით არ სრულდება. მათ აქვთ სხვადასხვა ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო ვალდებულებების შესრულება უწევთ, მათ შორის:
წლიური შეფასებებისა და დოკუმენტაციის დასრულება; კლასის ჟურნალებისა და ელექტრონული სისტემების მოწესრიგება; ანგარიშებისა და სხვა სასკოლო დოკუმენტების მომზადება; პედაგოგიური საბჭოსა და სხვა სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი