სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საგრანტო კონკურსი ჩატარდება - ვის მიეცემა გამოცდაზე გასვლის უფლება და როგორ შეეხება ცვლილება კერძო უმაღლესებს
13-05-2026
-
+


„2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში (2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით) შეუნარჩუნდეთ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცეთ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც. წარმოდგენილი ცვლილება სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებში სტუდენტების მონაწილეობას, სოციალური პროგრამებით სარგებლობას, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დადგენილი წესით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას“, - ცვლილებას უმაღლეს კანონში პარლამენტი განიხილავს.

ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საგრანტო კონკურსი ჩატარდება, რომელში მონაწილეობის უფლებაც ექნებათ.

„კანონპროექტის მიღება გამოიწვევს დადებით ფინანსურ შედეგებს იმ ფიზიკურ პირებზე (2026 წლამდე ჩარიცხული სტუდენტები, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილები, ამ ბრძოლების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ ვეტერანები ან მათი შვილები; საერთაშორისო მისიებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების შვილები ან ამ მისიების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ ვეტერანები ან მათი შვილები; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეს შვილები; ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები; აუტიზმის სპექტრის მქონე სტუდენტები; ბოშა სტუდენტები; მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ ზომიერად გამოხატული შშმ სტუდენტები; ობოლი (უდედმამო) სტუდენტები; სოციალურად დაუცველი სტუდენტები, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 ან ნაკლები), რომლებიც მოიპოვებენ/გაიუმჯობესებენ დაფინანსებას. სტუდენტები ისარგებლებენ გრანტით საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით, არაუმეტეს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით. აღნიშნული ცვლილება, ასევე გავლენას იქონიებს კერძო უნივერსიტეტების ბიუჯეტზე, იმის გათვალისწინებით, რომ დაფინანსების მოპოვება/გაუმჯობესება შესაძლებელი იქნება მათი სტუდენტების მიერ“, - ნათქვამია კანონპროექტში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება