სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , წიგნები

წიგნები, რომლებიც საზაფხულო განწყობას შეგიქმნით
12-07-2018
-
+


დადგა ზაფხული და სანატრელი არდადეგებიც. სიცხისგან თავდასაცავად ბუნებაში დასვენება მართლაც ერთგვარი შვებაა, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს საყვარელი წიგნების წაღება.

საიმედო მეგობრები - წიგნები, გარანტიაა იმისა, რომ ამ ზაფხულს ათასგვარი თავგადასავალის მონაწილე გახდებით.

გთავაზობთ წიგნების ნუსხას, რომლებიც საზაფხულო განწყობას შეგიქმნით:

ალი და ნინო

ყურბან საიდის რომანში „ალი და ნინო“ აზერბაიჯანელი ჭაბუკისა და ქართველი თავადის ასულის სიყვარულის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება.

ბედის ვარსკვლავის ბრალია

ჯონ გრინის ბესტსელერი „ბედის ვარსკვლავის ბრალია“, რომელიც განუკურნებელი სენით დაავადებული გოგონასა და მასზე შეყვარებული ბიჭის შესახებ გვიამბობს, დიდი პოპულარობით სარგებლობს ყველა ასაკის მკითხველში.

წიგნის ქურდი

მარკუს სუზაკის „წიგნის ქურდმა“ მკითხველის საოცარი სიყვარული დაიმსახურა. ნაწარმოები ვითარდება გერმანიაში და ახალგაზრდა გოგონას ცხოვრების ურთულეს პერიოდზე გვიამბობს, რომელიც აღმოაჩენს, რომ მისი უსაყვარლესი ნივთი წიგნია. მეორე მსოფლიო ომის მძიმე სურათის მიუხედავად, ნაწარმოები სავსეა სიყვარულით და თანაგრძნობით. ესაა ნაწარმოები ადამიანებზე, რომლებიც უმძიმეს პერიოდშიც კი არ წყვეტენ ლიტერატურის კითხვას.

ნაზია ღამე

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი ამ რომანით ახალგაზრდების იმ ჯგუფზე გვიამბობს, ბოჰემური ცხოვრებით პურიტანელ ამერიკელებს შოკში რომ აგდებდა. ითვლება, რომ ფიცჯერალდის ეს რომანი მისი ცხოვრებით და პირადი ურთიერთობებით არის შთაგონებული.

ტყეების მეფე

დათო ტურაშვილის ნაწარმოებში „ტყეების მეფე“ ერთმანეთშია გადახლართული ლეგენდები და ისტორიული ცნობები უდიდესი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლზე, მის ახლო გარემოცვასა და ისტორიულ ფაქტებზე.

სიყვარულის 40 წესი

შეუძლებელია ელიფ შაფაქის ამ რომანმა მკითხველი არ ააღელვოს. რომანში ელა რუბინშტეინისა და მწერალ აზიზ ზაჰარას უცნაურ, ძლიერ და ვნებით სავსე სიყვარულზეა მოთხრობილი.

ნუ მოკლავ ჯაფარას

ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ ის ნაწარმოებია, რომელიც თაობებს სიკეთეს და სიყვარულს ასწავლის.  ის სამართლიანად აღიარეს როგორც ყველაზე ჰუმანური ამერიკული ნაწარმოები.

ქართულის რვეულები

აკა მორჩილაძე „ქართულის რვეულებით“ XIX-XX საუკუნესა და ქართველ რევოლუციონერებზე, ღვინოზე, ოპერის ცნობილ შენობაზე, დიდ ქართველებზე და მათ დაუღალავ ბრძოლაზე წარმოუდგენლად რეალისტურად გვიამბობს.

მარადისობის კანონი

ნოდარ დუმბაძის უკანასკნელი რომანის მთავარი გმირი გულის შეტევის გამო საავადმყოფოში მოხვდება. აქ ის განვლილ ცხოვრებას იხსენებს და მარადისობის კანონსაც აღმოაჩენს.

სტამბოლი

ორჰან ფამუქი „სტამბოლით“ თავის ცხოვრებას, ოჯახის ისტორიას უამბობს მკითხველს. მის მოგონებებს, განცდებს თუ ისტორიებს თან სდევთ დაცემულ იმპერიაში ცხოვრების სევდა. წიგნი მოგონებების მეშვეობით ფსიქოლოგიურ ლაბირინთს ქმნის, რას საინტერესოს ხდის პერსონაჟებთან ერთად სტამბოლში მოგზაურობას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC-მა საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის დაკავებული, სტუ-ში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე იყო დასაქმებული

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ვიქტორინა საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

ხის დარგვის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და თანამშრომლები

2015-2016 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის გამართულ შეჯიბრში ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდმა ღირსეულად იასპარეზა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება