სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

თერჯოლის სპორტის სასახლეში ინტელექტ-შეჯიბრი ''ეტალონი'' ჩატარდება - გთავაზობთ მონაწილეთა სიას
13-12-2016
-
+


თერჯოლის სპორტის სასახლეში ინტელექტ-შეჯიბრი ''ეტალონი'' ჩატარდება.

ინტელექტუალური თამაში 15 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება.    


ინტელექტ-შეჯიბრს ''ეტალონის'' წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.  
    
შეჯიბრში მონაწილე მოსწავლეები სკოლებში ჩატარებული სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ. 

თერჯოლის სპორტის სასახლეში ''ეტალონს'' დაესწრებიან თერჯოლის და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი – ელგუჯა გოცირიძე, გამგებელი – თეიმურაზ ჯაფარიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – ავთანდილ ჩუბინიძე, გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი – გურამ თურქაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი – ქეთევან შეყრილაძე.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სკოლები აქტიურად არიან ჩართულები ‘’ეტალონის’’ პროექტში. საიტზე აქტიურად შუქდება ხელმომწერ სკოლებში მიმდინარე სიახლეები.

გთავაზობთ, სკოლების ჩამონათვალს, რომლებიც www.etaloni.ge-ს ხელმომწერები არიან: ჭოგნარის საჯარო სკოლა, ნაგარევის საჯარო სკოლა, ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლა, სიქთარვის საჯარო სკოლა, ჩხარის N2 საჯარო სკოლა, გოგნის საჯარო სკოლა.

ამ სკოლებს, 2016 წლის იანვრიდან, შეუერთდება დამატებით 11 სკოლა: თერჯოლის N1 საჯარო სკოლა, ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლა, ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლა, ახალთერჯოლის საჯარო სკოლა, ძევრის საჯარო სკოლა, ზედა საზანოს საჯარო სკოლა, ზედა სიმონეთის საჯარო სკოლა, კვახჭირის საჯარო სკოლა, რუფოთის საჯარო სკოლა, ქვემო სიმონეთის N1 საჯარო სკოლა, ჩხარის N1 საჯარო სკოლა.


გთავაზობთ, ''ეტალონში'' მონაწილე მოსწავლეების სიას. 

გთავაზობთ, ასევე ტრენერთა სიას. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება