სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვინ შეიმუშავებს და გააუქმებს პროფესიულ სტანდარტებს - რომელ უწყებას გაეზარდა უფლებმოსილება მინისტრის ბრძანებით
22-04-2026
-
+


„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ცენტრის უფლებამოსილება იზრდება და ის, გარდა სხვა ფუნქციებისა, შეიმუშავებს ან გააუქმებს  პროფესიის, პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს და დამოუკიდებელ მოდულს.

„უზრუნველყოფს პროფესიის, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და დამოუკიდებელი მოდულის შემუშავებას, მასში ცვლილების შეტანას და გაუქმებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში, სადაც ასევე საუბარია საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსებზე.

დოკუმენტში განისაზღვრა, ვის ეძლევა უფლებამოსილება, წარადგინოს კანდიდატები:

„შერჩევის მიზნით ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატების კონკურსის გზით შერჩევის თაობაზე, რომელიც თავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. დაინტერესებული მხარეები უფლებამოსილი არიან წარმოადგინონ საკოორდინაციო საბჭოს წევრობის კანდიდატ(ებ)ი.

დაინტერესებული მხარეები ამ მუხლის მიზნებისთვის არიან: სამინისტრო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენცია, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია, ა(ა)იპ – საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია, ა(ა)იპ – არასამთავრობო (კერძო) სასწავლებლების ასოციაცია, ა(ა)იპ – საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაცია, ა(ა)იპ – საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია, დამსაქმებელი/დამსაქმებელთა გაერთიანება, არასამთავრობო და განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია. უცხოელი სპეციალისტების/ექსპერტების კანდიდატებს შეარჩევს ცენტრის დირექტორი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის უცხოურ სააგენტოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება