სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ჯაშუშობაში დადანაშაულებული მასწავლებლები და დირექტორები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სუს-ის ანგარიში გამოქვეყნდა
21-04-2026
-
+


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პედაგოგებს ჯაშუშობის ბრალდებას უყენებენ, ხოლო დირექტორები, ასევე მასწავლებლები, ვინც გალში ქართულს ასწავლის, რუსულ რეჟიმს უარყოფით კონტექსტში ჰყავს წარმოჩენილნი  

„ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ფარგლებში, რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „რუსიფიკაციის“ პოლიტიკას ატარებდა და ამ მიზნით სხვადასხვა „საგანმანათლებლო პროექტს“ იყენებდა. ინტენსიურად ფუნქციონირებდა რუსული „ღია განათლების ცენტრები“ და „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ადგილობრივი ე.წ. ფილიალები.

აქტიურობით გამოირჩეოდა რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტი თუ საგანმანათლებლო დაწესებულება. ე.წ. საგანმანათლებლო პროექტები უმეტესად გათვლილი იყო ძირითადად ქართველებით დასახლებულ ოკუპირებულ ახალგორსა და გალის რაიონებზე. ჩატარდა აქტივობები, რომლებიც ადგილობრივ ახალგაზრდებში პოპულარიზაციას უწევდა რუსულ ახალგაზრდულ პროექტებს, „კვალიფიკაციის ამაღლების“ კურსებსა და რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივებს. განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებზე „თანამშრომლობის“ შესახებ გაფორმდა ე.წ. შეთანხმებები.

ოკუპირებული რეგიონების ე.წ. განათლების სამინისტრომ და ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტმა აქტიურად ითანამშრომლეს რუსეთის იდეოლოგიური ნარატივების გამტარ პლატფორმასთან, რუსულ საზოგადოებრივ ორგანიზაცია „ცოდნასთან“. იმავდროულად ოკუპირებულ აფხაზეთში შეიქმნა მისი ე.წ. წარმომადგენლობაც და განხორციელდა სხვადასხვა პროექტი. ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნა „მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალის დირექტორატისა“ და „საზოგადოებრივი დიპლომატიის ცენტრის“ ფილიალები. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე ანექსიური პოლიტიკისა და რუსიფიკაციის ფონზე, საოკუპაციო ძალამ გაზარდა ზეწოლა ოკუპირებულ გალში მცხოვრებ ქართველ პედაგოგებზე.

გავრცელდა ცნობები მათი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მცდელობებთან დაკავშირებით. დაფიქსირდა „ჯაშუშობის“ გამოგონილი ბრალდებით უკანონო დაკავების ფაქტიც. ზეწოლის გასაზრდელად გამოიყენებოდა სოციალური ქსელებიც, სადაც ნეგატიურ კონტექსტში იყო აღნიშნული, რომ ზოგიერთი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი გალელებს მშობლიურ ენაზე სწავლების შესაძლებლობას აძლევს.

რუსეთის მიზანს ადგილობრივი ახალგაზრდების, მათ შორის ქართველების, ენობრივი, კულტურული და იდეოლოგიური ასიმილაცია და მათი იდენტობის შეცვლა წარმოადგენს“, - ნათქვამია ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ „ბოლო წლებში, მიგრაციის გამო ბევრი ოკუპირებული სოფლის სკოლა დაიხურა, ხოლო პირველკლასელების რაოდენობა სტაბილურად მცირდება“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება