სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეუმცირდებათ თუ არა მასწავლებლებს ხელფასები სექტემბრიდან? - თამარ მახარაშვილი აქტუალურ კითხვას პასუხობს
21-04-2026
-
+


2026 წლის სექტემბრიდან მასწავლებელს, რომელსაც საგანში კომპეტენცია დადასტურებული არ ექნება, საგაკვეთილო საათები ძველი წესით აუნაზღაურდება; მცირდება თუ არა პედაგოგების ხელფასი, თუ ისინი საგანში გამოცდას ვერ ჩააბარებენ? - აქტუალურ კითხვას განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი პასუხობს:

„საუბარია 2024 წლის რეგულაციაზე, როდესაც ახალი სახელფასო პოლიტიკა დამტკიცდა და მასწავლებლებს მოემატათ ხელფასი - მაშინვე გაკეთდა ასეთი დათქმა, რომ საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებს ვინც კითხულობს (ადრე, თუ ერთი საგანი ჩაბარებული ჰქონდა, შეეძლო საგნობრივი ჯგუფის ყველა საგანი ესწავლებინა), 2026 წლის სექტემბრამდე ეძლეოდა საშუალება, დაედასტურებინა კომპეტენცია.

რა თქმა უნდა მასწავლებლებმა ეს მიიღეს ჩვეულებრივად... დაახლოებით 5 000-მა მასწავლებელმა, 2024-2025 წლებში ჩააბარა გამოცდა ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე;

პირველ რიგში, მასწავლებლებს ესმით, რომ ხარისხიანი განათლება პრიორიტეტია და საგანში, რომელსაც ასწავლი, კომპეტენცია დადასტურებული უნდა გქონდეს - აქ კითხვის ნიშნები არ ყოფილა და რადგან 2026 წლის სექტემბერია ვადა კანონში, ამიტომ ვთქვით, მოდი, არ შევზღუდოთ - სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ვისაც არ დაუდასტურებია კომპეტენცია, შეეძლება, სამ გამოცდაზე გავიდეს. 

...ჩვენ ჩატარებულ გაკვეთილებზე ორიენტირებული სახელფასო პოლიტიკა ავაწყვეთ - მასწავლებლის ხელფასის მდგენელი ჩატარებული გაკვეთილების რაოდენობაა და 1600-1700 ლარია პედაგოგის ანაზღაურება საშუალოდ“, - დასძინა მახარაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება