სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლების უფლებამოსილება იზრდება - რა კომპეტენციები გადაეცემა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს
15-04-2026
-
+


უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება აღარ იქნება ცენტრის კომპეტენცია და სრულად განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კომპეტენციად, - ცვლილებას კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც ასევე განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსთვის შეზღუდვის მოხსნას, დაწესებულებისთვის ხარვეზის გამოსწორების არაუმეტეს 60 დღის ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ხოლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ხარვეზის გამოსწორების ვადის დადგენის ნაწილი კვლავ არაუმეტეს 60 დღე დარჩება.

ამჟამად, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ცენტრში წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მიმღები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) დასკვნა, უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების შესაბამისობის შესახებ. ამავე წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დასკვნის შედგენის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საგნების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებთან.

დასკვნაში მიეთითება პირის მიერ უცხოეთში სწავლის პერიოდში გავლილი საგნები, რომლებიც შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სავალდებულო საგნებს და ამ საგნებში მიღებული შეფასებების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასებებზე გადაყვანის შედეგად მიღებული შეფასებები. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების ან აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე. ცენტრის უფლებამოსილებაში არ შედის დასკვნის შემუშავების პროცესში მონაწილეობა, მისი კორექტირება ან მისი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის გადამოწმება.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პრაქტიკით უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების უფლებამოსილება სკოლებს აქვთ მინიჭებული; „შესაბამისად, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, აგრეთვე ბავშვთა განათლებაზე სწრაფი და ეფექტური წვდომის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების საკითხი შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან და აღნიშნული ფუნქცია სრულად გადაეცეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში, თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ „ცვლილება არ ეხება უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარებას. აღნიშნული კვლავაც ცენტრის უფლებამოსილებად განისაზღვრება“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება