სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალური ინფორმაცია აპლიკანტებისთვის
06-04-2026
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო.
 
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა აპლიკანტებს ვებგვერდზე - online.naec.ge - 11 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
 
აუცილებელია, აბიტურიენტებმა, 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასური გადაიხადონ, რათა მათ რეგისტრაცია 11 მაისის 18:00 საათამდე დაასრულონ.
 
მითითებულ ვადაში აპლიკანტებს, ასევე, აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ დამატებითი საგნების საფასური, აირჩიონ ან შეცვალონ საგამოცდო ქალაქი და საგანმანათლებლო პროგრამები.
 
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებისთვის თითოეული საგნის საფასური განსაზღვრულია 10 ლარით, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეადგენს 50 ლარს.
 
საფასურის გადახდა ხორციელდება „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.
 
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად არჩევანი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც გააკეთონ.
 
ცვლილებების შესაბამისად, ცენტრის სარეგისტრაციო პორტალზე საგანმანათლებლო პროგრამები წარმოდგენილია სამ კატეგორიად: „საბაკალავრო“, „პროფესიული“ და „მოსამზადებელი ქართულ ენაში“ (ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა). უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასარჩევად აბიტურიენტებმა უნდა მონიშნონ ველი „საბაკალავრო“ და აირჩიონ სასურველი პროგრამა. სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ დამატებით აირჩიონ პროფესიული პროგრამებიც, რისთვისაც საჭიროა ველის -„პროფესიული“ მონიშვნა.
 
საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება აბიტურიენტთათვის სავალდებულო მოთხოვნაა, რადგან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის დროს უპირატესობა ენიჭება სარეგისტრაციო განაცხადში პირველ პოზიციაზე მითითებულ პროგრამას. პროგრამების არჩევა, შეცვლა ან წაშლა შესაძლებელია აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე. ასევე, სარეგისტრაციო გვერდზე შესაძლებელია არჩეულ პროგრამებზე კონკურსის მიმდინარეობის გაცნობა.
 
რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამასთანავე, კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტულ მიმართულებებზე დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ყურადღებით გაეცნონ საინფორმაციო დოკუმენტს - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება