სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი და მეორე ეტაპის ვადები შეიცვალა - განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
04-04-2026
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადები შეიცვალა. 

სამინისტორს ინფორმაციით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს დამატებით ეძლევათ შესაძლებლობა, 2026 წლის 6 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით, მიმართონ სასურველ სკოლებს და ბავშვები პირველ კლასში დაარეგისტრირონ.

რა შეეხება II ეტაპს, რომლის ფარგლებშიც რეგისტრირდებიან მოსწავლეები, რომელთა:

და-ძმაც სწავლობს ამ საჯარო სკოლაში;

მშობელი/მეურვე/მზრუნველი ამ საჯარო სკოლის თანამშრომელია;

ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

მათთვის რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 24 აპრილს და დასრულდება 8 მაისს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

„მოგეხსენებათ, “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, გამონაკლისის სახით, 2026–2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა ეძლევათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

იმისთვის, რომ რეგისტრაციის ყველა ეტაპი შეუფერხებლად განხორციელდეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება პირველი და მეორე ეტაპის ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით“,- ვკითხულობთ განათლების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება