სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გრიფირებისა და რეცენზიების პროცესის გაუქმება ახალი სახელძღვანელოების შექმნის და რეცენზიის პროცესი ბუნდოვანია და კითხვებს აჩენს - ომბუდსმენი
05-04-2026
-
+


გრიფირების და მასთან ერთად სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსობრივი რეცენზირების პროცესის გაუქმება, ასევე, სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნისა და შერჩევის ახალი პროცედურა მეტ სიცხადეს საჭიროებს და გარკვეულ კითხვებს აჩენს ადამიანის უფლებების სწავლების ხარისხის კუთხით - აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ ომბუდსმენის 2025 წლის საპარლამენტო ანგრიშში. 

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი უკვე რამდენიმე წელია განათლების სამინისტროს 2 სახელმძღვანელოს განახლებას სთხოვს, თუმცა უწყებას მოთხოვნა ამ დრომდე არ გაუთვალისწინებია.

„2024 წლის მსგავსად, გრიფირება არც საანგარიშო პერიოდში გამოცხადებულა და, შესაბამისად, არც შინაარსობრივი რეცენზირების პროცესი ჩატარებულა. ამდენად, საგანი „მე და საზოგადოება“ კვლავ 2018 წელს გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლება, ხოლო საგნის, „მოქალაქეობა“, VII კლასისთვის განკუთვნილი სასკოლო სახელმძღვანელო 2019 წელსაა გრიფირებული“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტი იმ ბუნდოვანებაზეც არის ხაზი გასმული, რომელიც გრიფირები პროცესის გაუქმებამ გამოიწვია.

„აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში სამინისტრომ გრიფირების პროცესის გაუქმების შესახებ გამოაცხადა და მიუთითა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებს სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი შექმნიდა. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში უკვე შევიდა შესაბამისი ცვლილებები, თუმცა, მოცემულ ეტაპზე, ბუნდოვანია ექსპერტთა ჯგუფის შერჩევის სისტემა, სასკოლო სახელმძღვანელოების შემუშავებისას მაკეტების შინაარსის შემოწმების კრიტერიუმები და სხვ.

ზოგადი განათლების კონტექსტში, გრიფირების და მასთან ერთად სასკოლო სახელმძღვანელოების მაკეტების შინაარსობრივი რეცენზირების პროცესის გაუქმება, ასევე, სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნისა და შერჩევის ახალი პროცედურა მეტ სიცხადეს საჭიროებს და გარკვეულ კითხვებს აჩენს ადამიანის უფლებების სწავლების ხარისხის კუთხით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, სახალხო დამცველი მიუთითებს რომ მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების სწავლების ხელშეწყობა სასკოლო სახელმძღვანელოებით, ამ მიზნის მისაღწევად კი იგი გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს სამინისტროსთან სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში. 

ანგარიშში განათლების სამინისტროსთვის შესაბამისი რეკომენდაციებია გაცემული :

უზრუნველყოს სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა და შერჩევა ნათელი კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა კომპონენტს, მათ შორის, უზრუნველყოს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნაში ჩართულ სულ მცირე ერთ ექსპერტს მაინც ჰქონდეს სათანადო ცოდნა
ადამიანის უფლებებში;

▪ უზრუნველყოს სახელმძღვანელოების განახლება საგნებისთვის: „მე და საზოგადოება“, „მოქალაქეობა” VII-VIII კლასები, ან უზრუნველყოს მათი შეთანხმება დადგენილი წესით;

სასკოლო სახელმძღვანელოს შეთანხმების პროცესში უზრუნველყოს: ადამიანის უფლებათა საკითხებზე განგრძობადი, სავალდებულო ტრენინგ პროგრამების შემუშავება და ჩატარება შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფის ყველა წევრისთვის.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება