სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თბილისში მასწავლებლების რაოდენობა შემცირდა, მოსწავლეების კი გაიზარდა - სტატისტიკა
07-04-2026
-
+


საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის 66328 მასწავლებლი იყო დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ პედაგოგების რიცხოვნება გასულ სასწავლო წელთან შედარებით 318-ით არის გაზრდილი, თუმცა დედაქალაში, სადაც სტატისტიკურად ყველაზე მეტი მასწავლებელთა დასაქმებული, პედაგოგთა რიცხვი შემცირდა, ეს კი იმ ფონზე, როცა მოსწავლეთა რიცხოვნობა გაიზარდა - მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან არის აღებული. 

2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის თბილისში 15821 მასწავლებელი იყო დასაქმებული, აქედან 14375 ქალია, ხოლო -1446 კაცი. 2025-2026 სასწავლი წლისთვის კი დედაქალის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 15775 პედაგოგი მუშაობს, აქედან 14353 - ქალია, ხოლო -1422 კაცი. 

აღნიშნული მონაცემების პარალელურად გეტყვით, რომ 2024 წლიდან 2026 წლამდე სკოლების რაოდენობაც შემცირებულია.

2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისში ქვეყნის მასშტაბით 2494 სკოლა იყო, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ზოგადსაგანანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2492 გახდა. ეს კი მაშინ როცა მოსწავლეთა რიცხოვნობა წინა სასწავლო წელთან შედარებით 3557-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე სასწავლო წელს ერთით ნაკლები სკოლაა თბილისში (285-ის მაგივრად 284-ია) მოსწავლეთა რაოდენობა კი 2985-ით არის გაზრდილი და 232134-ს შეადგენს.

რუსთავში კი სკოლების რაოდენობა 34-ის მაგივრად 33-ია, მოსწავლეთა რიცხოვნობა კი წინა სასწავლო წელთან შედარებით 225-ით არის გაზრდილი და ჯამში 24244-ია. 

2025-2026 სასწავლო წელს საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულბებში 644243 მოსწავლე ირიცხება. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება