სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2026 წლის ტრენდული ნაძვის ხე - ტენდენციები და რჩევები
23-12-2025
-
+


ნეონის აურზაური წარსულში რჩება, 2026 წელს მას ბუნებრიობა და სიმშვიდე ცვლის. სწორედ ეს არის ახლა ტრენდული. ხე, თექა, გამხმარი ყვავილებიც კი - ის დეტალებია, რომლებიც 2026 წლის მოდურ ნაძვის ხეს ამშვენებს. 

ხელნაკეთი ხის სათამაშოები, ნაქსოვი დეტალები, გამხმარი ყვავილები, ფიჭვის გირჩები, ბამბის ბაფთები - იდეალურია მათთვის, ვინც დაიღალა სიბრჭყვიალითა და სიჭრელით. 

როგორია 2026 წლის ძირითადი მოდური საახალწლო ტენდენციები?

 

სკანდინავიური სიმარტივე და ყინულის ფორმის ორნამენტები - წელს ყველაფერი „ყინულოვანი“ ტრენდულია - გამჭვირვალე მინის ორნამენტები, მძივები, ცრემლის ან გაყინული წვეთის ფორმის გირლიანდები. 

რაც უფრო ბუნებრივი ფორმა ექნება დეკორატიულ ხეს მით უფრო ტრენდულია. 

სკანდინავიური სიმარტივე წელს განსაკუთრებით პოპულარულია. ასეთი სადღესასწაულო ხე მინიმალისტურად, მაგრამ იმავდროულად გამოიყურება მდიდრულად - მძივებთა და „გაყინული წვეთებით“ რომლებიც სინათლეზე ბრწყინავენ.

საკვები დეკორაციები 

საკვირველია, მაგრამ საკვები დეკორაციები ბრუნდება - ჯანჯაფილის ორცხობილა, შაქარყინული, ბრჭყვიალა კამფეტები, მინიატურული დაშაქრული ვაშლები, სურნელოვანი დარიჩინის ჩხირები. ასეთი ნაძვის ხე ზღაპრიდან გადმოსულს ჰყავს - ყველაფრის შეხება, დაყნოსვა და ჭამაც კი შეიძლება.

ეკოლოგიური გადაწყვეტილებებისკენ სწრაფვა 2026 წელს განსაკუთრებით პოპულარულია. შესაბამისად, ხელოვნური ნაძვის ხეები, რომლებიც დამზადებულია გადამუშავებული ან მრავალჯერადი გამოყენების მასალებით, კიდევ უფრო პოპულარული ხდება.

მწვანე, ბეჟი და რბილი ნაცრისფერი ტონები კი ქმნის ჰარმონიულ გარემოს, სადაც მთავარი აქცენტი სიმშვიდესა და ბუნებასთან სიახლოვეზე კეთდება. 

ნოსტალგიური ელემენტები და ტრადიციული საახალწლო დეკორი წელსაც მოდაშია. ინდივიდუალიზმი და ემოციური მიდგომა კი მოდიდან არასდროს გადადის. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება