სიახლეები
სიახლეები

აუცილებელია თუ არა ბარბარობას ლობიანის გამოცხობა, არის თუ არა ნამდვილი ბედობა და როგორ აღნიშნავდნენ დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში
16-12-2025
-
+


17 დეკემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს - დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა.

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა - მან საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის.

ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.

წმიდა ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა განკურნებას, ასევე შვილიერებას და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვას.

ქართულ წარმართულ პანთეონში საპატიო ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს – ბარბალეს. მათ დღესასწაულზე პატივის ნიშნად აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, სახელების მსგავსების გამო, დროთა განმავლობაში ორი სუბიექტის წმინდა ბარბარესი და მზის დედის – ბარბალეს გაიგივება მოხდა. მიუხედავად იმისა, ეს არ იყო საეკლესიო სწავლება, ნელ-ნელა ხალხში მაინც მოიკიდა ფეხი და არც ისაა გასაკვირი, რომ მხოლოდ საქართველოში აცხობენ ბარბარობა დღეს ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს.

ბარბალეს დღესასწაული წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა – მზის ბუდობის წინ და მზის ღვთაების შობაზე. მზის, ანუ ლილეს ბუდობას, ზეიმობდნენ იულიუსის კალენდრით 25 ივნისს, ხოლო შობას 25 დეკემბერს. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური მოქმედება ქრისტიანულ ჭრილში გატარდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა, ძირითადად ნიგვზის. ეს წესი დღემდე შემორჩენილია ქართლში, სადაც გამომცხვარი ნიგვზიანები გაჰქონდათ გზაჯვარედინზე, ჭრიდნენ და გამვლელ-გამომვლელს ურიგებდნენ. ამ დღეს იცოდნენ პირველი მეკვლეობაც. მოგვიანებით, კაკალი ამერიკიდან შემოსულმა და სწრაფად გავრცელებულმა ლობიომ ჩაანაცვლა.

ლობიანის ცხობა წმ. ბარბარეს დღეს წარმართულია, თუმცა, ცოდვად ნამდვილად არ ჩაითვლება, თუ დღემდე მოტანილ ტრადიციას არ დავკარგავთ. ამ დღეს ლობიანების გარდა, ხალხური გადმოცემით, სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულ სამარხვო კერძებს ამზადებენ. ზოგან აუცილებლად უნდა მომზადდეს წითელი ფერის კერძი. ამისათვის ძირითადად გამოიყენება ჭარხალი, რომელსაც ნიგოზში, ზეთში ან ტყემალში ამზადებენ ან ჭარხლის ფოთლების ხაჭაპურებს აცხობენ. რაჭაში გოგრის თესლიან ხაჭაპურებსაც აცხობენ. 

ბარბარობა, დასავლურ ქართული ტრადიციით, დღესასწაულების დასაწყისი იყო. სვანეთში მას ბარბოლ/ბარბლაშს ეძახიან. სვანეთში დღესასწაულის წინა ღამეს ახალგაზრდები, ძველად კი მოხუცები, ეკლესიის ეზოში წინასწარ მომარაგებული შეშით ანთებდნენ დიდ კოცონს და შუაღამემდე ამ ცეცხლთან ატარებდნენ და ილხენდნენ.

სამეგრელოში კი თვლიდნენ, რომ ამ დღის მზე ერთი ნაბიჯით უკან ხტებოდა და იწყებოდა დღის გადიდება.

ხალხის რწმენით, რა დღესაც ბარბარობა მოდის, იმ დღეს ემთხვევა ახალი წელი და სხვა „ბედნიერი“ დღეები.

თითქმის მთელ საქართველოში ბარბარობას ოჯახში მეკვლე მოდიოდა. იგი ბედობის დღედ ითვლებოდა. ხალხი უქმობდა, ზოგან რამდენიმე დღესაც კი. ვინაიდან ეს დღე ბედობის დღე იყო, ერთმანეთთან სტუმრობას ერიდებოდა.

რაჭასა და ლეჩხუმში აუცილებლად უნდა გამოეცხოთ სართვიანი ტაბლა (გულიანი რიტუალური პური), რადგან გავრცელებული რწმენის მიხედვით, ბარბარობა დღეს უსართვო/ გულცარიელი ე. ი. უნიგვზოდ, უკვახისგულოდ ან ულობიოდ გამომცხვარი ტაბლა, მთელი წლის მანძილზე ოჯახში სიცარიელეს, უბარაქობას გამოიწვევდა. იმის გამო, რომ ბარბარობა მარხვაში მოდიოდა, სადღესასწაულო სუფრა სამარხვო საჭმელებისაგან შედგებოდა. ამ დღისთვის სხვადასხვა კუთხეში სხვდასხვა რიტუალური პურები ცხვებოდა: სართვიანი (ლობიანი პურები), ჯვარსახიანი განატეხი (ლობიანი), ნიგვზიანი განატეხი, კვახკაკლიანი პურები, საბარბარო ტაბლა (რიტუალური პური)… ამ დღეს ლობიანი ყველგან უნდა გამომცხვარიყო, თუმცა სვანეთში რძის ფაფა და ყველიანი პურებიც ცხვებოდა.

რადგანაც ბარბარობა ბედობის დღედ ითვლებოდა, იცოდნენ მეკვლეობა. მეკვლე (ახალი წლის მსგავსად) იყო როგორც შინაური, ასევე გარეშე. შინაური მეკვლე აუცილებლად ქალი უნდა ყოფილიყო, გარეშეს არ ჰქონდა მნიშვნელობა. შეიძლება ყოფილიყო კაციც, ქალიც და ბავშვიც. მთავარი იყო ის, რომ მეკვლეს კარგი ფეხი ჰქონოდა. თუ მეკვლე ფეხბედნიერი გამოდგებოდა, ოჯახი შემდეგ წელსაც მას მიიწვევდა.

გურიაში ბარბარობა ექიმბაშ ქალთა დღესასწაულად ითვლებოდა. ხალხის რწმენით წმინდა ბარბარე სიცოცხლეში თავად კურნავდა ავადმყოფებს. ექიმბაშ ქალებს იგი თავიანთ მფარველად მიაჩნდათ და ხშირად მიმართავდნენ დახმარებისთვის. ამ დღეს ისინი ლოცულობდნენ და წმინდანს შესთხოვდნენ, რომ მათ წამლებს ავადმყოფების განკურნება შეძლებოდათ.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში აცხობდნენ ნიგვზის გულიან ქადებს, რომლებიც გზაჯვარედინზე გაჰქონდათ, ჭრიდნენ და გამვლელ-გამომვლელს ურიგებდნენ, რომ ბავშვებს ინფექციური დაავადებები მშვიდობიანად მოეხადათ. ოჯახში იშლებოდა სუფრა, ანთებდნენ სანთლებს, ზოგი შვიდი ანგელოზის სახელზე შვიდ კაკალს ჩააგდებდა ცეცხლში, ზოგიც ხატისთვის დიდ ქადას, ცხრაფურცელას, გმოაცხობდა. ბარბარეს სახელობის ეკლესიაში მისული მლოცველი მამალს შეაფრენდა.

ლობიანის გულსართი რომ არ დაიფშვნას... - რამდენიმე რჩევა

მარტივი და გემრიელი ლობიანის რეცეპტები - 17 დეკემბერს საქართველოში ბარბარობის დღესასწაული აღინიშნება

 


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ხელფასები 214 ლარით გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს

პედაგოგების საყურადღებოდ - გაკვეთილის ეფექტურ დაგეგმვასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

აუცილებელია თუ არა ბარბარობას ლობიანის გამოცხობა, არის თუ არა ნამდვილი ბედობა და როგორ აღნიშნავდნენ დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან

პროექტის მთავარი მიზანი იყო გეომეტრიული ფიგურების შესახებ მიღებული ცოდნის განმტკიცება

ზვიად კვინიკაძემ მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის შესახებ

პატარებმა პედაგოგი და მშობლები სიამაყით აავსეს

მოსწავლეებს თან ახლდნენ კლასის ხელმძღვანელები - იზა ხარატიშვილი და ხათუნა გორგოძე

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება