| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის, მთისძირის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქციას მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა, რომელშიც სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლე გახლდათ ჩართული; განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ სკოლის თითოეულმა წარმომადგენლებმა იცის, რას ნიშნავს დაუნის სინდრომი, იცის, რომ ამ სინდრომის მქონე ადამიანებისთვის მზე ერთით მეტი სხივით ანათებს და რაც მთავარია, ზედმიწევნით აქვს გააზრებული თანასწორობის პრინციპი.
ახლახან, მთისძირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოისმინეს მინი ლექცია დაუნის სინდრომის შესახებ; შეიტყვეს, რომ „ეს არის ადამიანის გენეტიკური მდგომარეობა, როდესაც ყველა უჯრედში, 46-ის ნაცვლად, 47 ქრომოსომაა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა და აქედან გამომდინარე, დაუნის სინდრომი დაავადება არ არის“.
აღნიშნული აქტივობა სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებასა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად, რომლის ფარგლებშიც ბავშვებმა საჯაროდ, გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა