სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

ელექტრონულ დღიურზე მშობელთა წვდომა მოსწავლეთა ფსიქიკურ ჯანმრთელობას ვნებს - კვლევის შედეგები ცნობილია
22-01-2025
-
+


ნიდერლანდების ერთ-ერთმა სკოლამ მოსწავლეთა სტრესის დონის შესამცირებლად მშობლებს შვილების ნიშნებზე წვდომა ერთი თვით შეუზღუდა.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილებას ჯერჯერობით ექპერიმენტის სახე აქვს.

ნიდერლანდებში, ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში, მოქმედებს სისტემა, რომლის მიხედვით მოსწავლეებმა განსაზღვრული საშუალო ქულა უნდა დააგროვონ შემდეგ კლასში გადასასვლელად, მაგრამ Jordan – Montessori Lyceum Utrecht-ში აღმოაჩინეს, რომ ფართოდ გამოყენებული აპლიკაცია, რომელიც თითოეულ ნიშანს მშობლებს უზიარებს, ბავშვებში სტრესს აძლიერებს. 

გადაწყვეტილება სკოლამ მშობელთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღო და მის უკან კვლევა დგას - უფრო ზუსტად, გამოკითხვის შედეგები, რომელიც ლიცეუმის ეკონომიკის მასწავლებელმა, სტეინ უიტენბოგარდმა ჩაატარა 500 მოსწავლეს შორის. 

გამოკითხვამ აჩვენა, რომ აპლიკაცია, რომელიც მშობლებს ნიშნებს უზიარებს, ბავშვებში შფოთვას იწვევს და სტრესს აძლიერებს. ბავშვები რომელთა მშობლები, რეგულაურად ამოწმებდნენ აპლიკაციას, სტრესის დონეს აფასებდნენ 0,7 ქულით მეტად, ვიდრე, ისინი, რომელთა მშობლებიც ნიშნებს გამუდმებით არ ადევნებდნენ თვალყურს. პირველები სტრესის დონეს 5-დან 2,7 ქულით აფასებდნენ, სხვები კი 2 ქულით. 

მასწავლებლის თქმით, ადრე მშობლები შვილების შფასებებს წელიწადში ოთხჯერ იგებდნენ, დანარჩენ დროს კი მოსწავლეები თავად წყვეტდნენ, რა შეეტყობინებინათ მათთვის და რა არა. დღეს კი, მშობლები შეფასებების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ ტელეფონით იღებენ და აღმზრდელობითი საუბრები შესაძლოა იჯახში ყოველ საღამოს შედგეს. 

გამოკითხვის შედეგების განხილვის შემდეგ სკოლის ხელმძღვანელობამ ნიშნების გამოქვეყნება ერთი თვით შეწყვიტა. მშობლების 95% გადაწყვეტილებას დაეთანხმა, მშობელთა საბჭომ კი წყვეტის 10 კვირამდე გაზრდაც კი მოითხოვა. 

ლიცეუმის დირექტორმა გერტ ლუიშელდერმა აღნიშნა, რომ ნიშნების გამო შფოთვა დომინირებს ბავშვების ცხოვრებისეული უნარების განვითარებაზე. ის თვლის, რომ სკოლამ ბავშვებში უნდა განავითაროს აზროვნების მოქნილობა და ემპათია და არა შფოთვა ნიშნების გამო. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება