სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რეგისტრაცია დაიწყო - განრიგი და ტესტების ნიმუშები
14-01-2025
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის მარტში  აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩააბარონ კემბრიჯის შემდეგი სასერტიფიკაციო გამოცდების მხოლოდ ფურცლის ვერსიები:  KET for Schools (A2Key for Schools), PET (B1 Preliminary), FCE (B2 First) და CAE (C1 Advanced).

კემბრიჯის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის სტანდარტული რეგისტრაცია 14 იანვრის 10:00 საათიდან  24 იანვრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მათთვის, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, გვიანი რეგისტრაცია 25 იანვარს დაიწყება და 26 იანვრის 18:00 საათამდე გასტანს. გვიანი რეგისტრაციის საფასური 120 ლარს შეადგენს (დამატებული გამოცდის საფასურს).

2025 წლის მარტის გამოცდებზე აპლიკანტები ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით რეგისტრირდებიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე კემბრიჯის მენიუში განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და მიბმულ ფაილად ატვირთონ 

გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ფოტო;

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (აიდი ბარათი ან პასპორტი) ფოტო.

იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აიდი ბარათი ან პასპორტი) მან უნდა ატვირთოს „იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. არსებული ფორმის ყველა ველი, გარდა კანდიდატის ნომრისა, უნდა იყოს შევსებული, დაკრული უნდა ჰქონდეს 3X4-ზე ზომის 2 ფოტო, რომელზეც ხელი უნდა ჰქონდეს მოწერილი სკოლის/მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელს ან დირექტორს.

იმისათვის, რომ აპლიკანტი დარეგისტრირებულად ჩაითვალოს, გთხოვთ დაელოდოთ რეგისტრაციის დროს მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოსულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან 2 კვირაში აპლიკანტი რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს გამოცდის განრიგს.

საბანკო რეკვიზიტები

გამოცდა და მასში მონაწილეობის საფასური

ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:

Paper-based PET (B1 Preliminary)- 8 მარტი

Paper-based CAE (C1 Advanced) – 8 მარტი

Paper-based KET for Schools (A2Key for Schools) – 14 მარტი

Paper-based FCE (B2 First) – 14 მარტი

კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.

ტესტების ნიმუშები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება