სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

არის თუ არა ბედობა რელიგიური დღესასწაული და როგორ აღინიშნებოდა ეს დღე საქართველოში
02-01-2025
-
+


2 იანვარს საქართველოში ბედობა აღინიშნება, რომელსაც მართალია რელიგიური კონტექსტი არ აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში მისი აღნიშვნის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის.

ძველ დროში ახალი წლის მეორე დღე მომავალი ბედნიერების დაბედების დღედ ითვლებოდა, ამიტომ  მას ხალისიანი განწყობით, ლაღად და უდარდელად ხვდებოდნენ.

ბედობის დღესასწაულს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. ამ დღესთან დაკავშირებით ოჯახის უფროსი ირჩევდა მეკვლეს, ანუ როგორც მაშინ იტყოდნენ, „კაიფეხის” ადამიანს. მის არჩევასაც თავისი კრიტერიუმები ჰქონდა - მეკვლე პატივსაცემი, წარმატებული და კეთიშობილი ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომელსაც სასურველია მეკვლეობის უკვე დამტკიცებულად „კარგი ფეხი“ ჰქონოდა.  სტუმრად წასული „მფერხავი” მასპინძელს უნდა სწვეოდა კოხტად და სუფთად გამოწყობილი, თან ტკბილეული უნდა მიერთმია ოჯახისთვის, ასევე მხიარულ განწყობაზე უნდა ყოფილიყო, ღვინო და სხვა სასმელი ზომიერად უნდა დაელია და უკან დაუგვიანებლად გამობრუნებულიყო.

ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც რაიმეს გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება და სხვა, დაკავშირებული იყო გაწბილებასთან და მოტყუებასთან. ოჯახში თუ ვინმე ავადმყოფობდა, ცდილობდა ლოგინიდან წამომდგარიყო და ფეხზე მყოფს გაეტარებინა მთელი დღე, რადგან მიაჩნდათ, რომ თუ ბედობას ფეხზე დამდგარი და მედგრად შეხვდებოდნენ, სნეულება და ავადმყოფობა მომავალ წელს აღარ შეაწუხებდათ.

მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი ბედობის დღე იდეალურად უნდა გაეტარებინათ. ბედობის ტრადიცია დღესაც შემორჩენილია საქართველოში,  თუმცა უკვე ოდნავ განსხვავებული ფორმით აღნიშნავენ - ხშირად მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ცდილობენ დღის გატარებას, რომ სასიამოვნო და ლაღი განწყობა მთელ წელს გაჰყვეთ. მეკვლეს ტრადიცია კი ნელ-ნელა ტრადიციულ სახეს კარგავს, თუმცა თავად ბედობის დღე მაინც იმ განსაკუთრებულ დღედ რჩება, როდესაც ყველა ცდილობს თავი აარიდოს დარდსა თუ სევდას და მაქსიმალურად ხელგაშლილად და ამავე დროს ამაღლებული განწყობით გაატაროს დღე. 

და ბოლოს, რადგან საქართველოში ახალი წელი ორჯერ აღინიშნება – ახალი და ძველი სტილით, ასევე ბედობაც ორჯერ – 2 იანვარსა და 15 იანვარს აღინიშნება.

Etaloni.ge კი გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ მთელი წელი, ბედობის მსგავსად, ბედნიერად, მხიარულად და სიყვარულით სავსე გულით გაგეტარებინოთ ახლობელი ადამიანების გარემოცვაში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია - იხილეთ, მოგემატათ თუ დაგაკლდათ ქულა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ცნობილია

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება