სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ჯანჯაფილის საშობაო ორცხობილების ისტორია - ჭირის წამლიდან მთავარ სადღესასწაულო ტკბილეულამდე
02-01-2025
-
+


ოდესღაც ჯანჯაფილის ორცხობილა დელიკატესად ითვლებოდა, რომელსაც დიდგვაროვანი ევროპელები მიირთმევდნენ, მაგრამ, თანდათანობით, ის სახალხო ტკბილეული და საახალწლო სიმბოლო გახდა.

საინტერესოა, როგორ იქცა ორცხობილა, რომელსაც ჩინეთიდან და ინდოეთიდან ჩამოტანილი მცენარის ფესვებს ამატებენ დასავლური სამყაროს მთავარ საშობაო ტკბილეულად?

ყველაფერი ჯანჯაფილით დაიწყო - მრავალწლიანი მცენარით, რომელიც ადამიანმა მრავალი წლის წინ გააშენა. ველურ ბუნებაში ჯანჯაფილი არ გვხვდება და ითვლება, რომ  მისი გაშენება მალაის არქიპელაგის კუნძულებზე დაახლოებით 5000 წლის წინ დაიწყეს.  შემდეგ ჯანჯაფილი სამხრეთ ინდოეთსა და შრი-ლანკაში მოხვდა, დაახლოებით ათასი წლის წინ კი - ჩინეთსა და მადაგასკარში. ჯანჯაფილის ფესვს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკურნალო და კულინარიული მიზნებისთვის. მის შესახებ წერდა კონფუცი, როგორც გაციების საუკეთესო წამალზე. 


ჯანჯაფილი ხმელთაშუაზღვისპირეთში ვაჭრების ქარავნებით მოხვდა და გახდა პირველი სანელებელი, რომელმაც დაიპყრო ევროპა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქამდე: მას იყენებდნენ ძველი ბერძნები და რომაელები.

ჯანჯაფილის მიწოდება შუა საუკუნეების ევროპაში რეგულარული გახდა. სანელებელი იყო ნამდვილი საგანძური და ევროპაში აღმოსავლურ ზღაპრებთან ასოცირდებოდა. 

ევროპაში ჯანჯაფილს იყენებდნენ არა მხოლოდ წამლად, არამედ მისი ტკბილეულში დამატება დაიწყეს. ამასთან, ჯანჯაფილი ჭირის საპროფილაქტიკო საშუალებადაც განიხილებოდა. 

ვაჭრები იგონებდნენ მითებს, რომ ის სამყაროს დასალიერში იზრდებოდა, ტროგლოდიტების ქვეყანაში, რომლებიც მას განსაკუთრებულად იცავდნენ, სწორედ ამიტომ ფასობდა ასე ძვირად. საერთო ჯამში ჯანჯაფილი ოქროს ფასს უტოლდებოდა. მარკო პოლო მას აღმოსავლეთის ერთ-ერთი საოცრებადაც მოიხსენიებდა.

შუა საუკუნეების ევროპის ზღაპრები და მითები

შემდეგ უკვე იწყება ლეგენდები. ერთ-ერთი გვიყვება, რომ ჯანჯაფილის ნამცხვარი ევროპაში X საუკუნეში გამოჩნდა ეპისკოპოს გრიგორი მაკარუსის წყალობით, რომელიც ბიზანტიიდან საფრანგეთში მიავლინეს. მთელი ის წლები, რაც ორლეანში ცხოვრობდა, ის კურნავდა, ქადაგებდა და ცნობილი იყო თავისი სასწაულებით. ამბობენ, რომ ის სტუმრებს ჯანჯაფილის ნამცხვრებით უმასპინძლდებოდა.

სხვა ვერსიით, ყველაფერი XI საუკუნეში დაიწყო, როდესაც ინგლისელმა ბერმა, სახელად პატრიკმა, საშობაო ნამცხვრის ცომს შემთხვევით თუ განზრახ, ეგზოტიკური ჯანჯაფილის ფხვნილი დაამატა, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობიდან ერთ-ერთმა ბერმა ჩამოიტანა. ორცხობილა იმდენად მოეწონათ ბერებს, რომ მისი გამოცხობა შობის დღესასწაულზე გადაწყვიტეს. 


გერმანიაში კი თვლიან, რომ პირველი, ვინც ტკბილეული გამოაცხო, ადგილობრივი ბერი იყო, რომელიც მე-12 საუკუნეში ერთ-ერთ შორეულ მონასტერში ცხოვრობდა. ბერმა შობის დამდეგს რაღაც განსაკუთრებულის მომზადება გადაწყვიტა. მას უხვად მხოლოდ სანელებლები აღმოაჩნდა, ამიტომ ფუნთუშები სურნელოვანი გამოვიდა. 

მალე ჯანჯაფილის ორცხობილამ მთელი ევროპა დაიპყრო, მიუხედავად ძვირადღირებელობისა. ჯანჯაფილის ფესვების ღირებულება ერთი ცხვრის ფასს უტოლდებოდა. 

ითვლებოდა, რომ ჯანჯაფილის ორცხობილა სამკურნალო თვისებებს ატარებდა. XV საუკუნეში გერმანიაში უკვე არსებობდა ოსტატების გილდია, რომელიც ჯანჯაფილის ორცხობილების დამზადებას აკონტროლებდა, მათ დღესასწაულებისთვის აცხობდნენ.

შვედეთში ჯანჯაფილის ორცხობილას საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების სამკურნალოდ იყენებდნენ. შვეიცარიაში რეცეპტში შავ წიწაკას ამატებდნენ, ხოლო ნორვეგიელები ფუნთუშას ილსა და ციტრუსის ცედრას უმატებდნენ. XVII საუკუნეში ორცხობილა მონასტრებსა და აფთიაქებში იყიდებოდა. 

გერმანელმა მეზღაპრეებმა - ძმებმა გრიმებმა ორცხობილას შესახებ ზღაპარიც კი მოიგონეს. ზღაპარში - „ჰენზელი და გრეტელი“ მთავარი მოქმედება ჯანჯაფილის სახლში ვითარება, სადაც ბოროტი ჯადოქარი ცხოვრობს.


გერმანიაში, ჯანჯაფილის დედაქალაქად ქალაქი ნიურნბერგი ითვლება. XIX საუკუნეში, სწორედ, აქ გაჩნდა, ცომში ირმის, სახლებისა და ნაძვის ხეების ფიგურების ამოჭრის ტრადიცია. 

ჯანჯაფილის ორცხობილას კაცუნებს კი ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-ის კარზე აცხობდნენ. მას მოსწონდა უცხოელი სტუმრების გაოცება ორცხობილებით, რომლებზეც მისი პორტრეტი იყო დატანილი. 

დღეს, ჯანჯაფილის ორცხობილა - ევროპაში ყველაზე პოპულარული საახალწლო ტკბილეულია. ძვირადღირებული ნამცხვარი კი დროსთან ერთად უკვე ხელმისაწვდომ ტრადიციად იქცა. 

თითქმის მთელი დეკემბერი ევროპის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ამერიკაში ჯანჯაფილის ნამცხვრებს აცხობენ. ის წარმოადგენს, როგორც კარგ საჩუქარს, ისე საახალწლო სუფრის აუცილებელ ატრიბუტს. 

ხორვატიაში საშობაოდ აცხობენ ჯანჯაფილის პატარა ორცხობილებს გიტარის, ფეხსაცმელების, ცხენების, სოკოების, საათების, ფრინველების იერსახით და ამ ნამცხვრებით ნაძვის ხეს რთავენ. 

2010 წელს კი იუნესკომ ჩრდილოეთ ხორვატიაში ჯანჯაფილის ორცხობილების წარმოება კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებს აპელაციისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება შეუძლიათ - ვადები, პირობები და სხვა დეტალები

2026-2027 სასწავლო წლის საათობრივი ბადე - რომელ საგნებშია ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები დატვირთვა

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია“

„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
მან ბანაკში, საინტერესო და შემეცნებითი დღეები გაატარა
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება