სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს გუნდურ მუშაობას“ - სალიბაურის N2 სკოლის დირექტორი სერგო ხოზრევანიძე 
08-11-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორ სერგო ხოზრევანიძისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, პოზიტიური გარემოს შექმნა, რასაც შესანიშნავად ახერხებს. სკოლაში თანამშრომლობით გარემოს უზრუნველყოფს და მოსწავლე-მასწავლებლებთან თბილი და მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. ბავშვებისთვის ის რჩევა-დარიგებასაც არ იშურებს, რასაც მოსწავლეები ყოველთვის ითვალისწინებენ.

გთავაზობთ სკოლის დირექტორის - სერგო ხოზრევანიძის ბლიც-ინტერვიუს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- პოზიტიური სასკოლო გარემო ფართო ცნებაა და გულისხმობს სკოლაში არსებულ განწყობას, ზოგად ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაზეც გავლენას ახდენს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის არსებული ურთიერთობები, სკოლაში დამკვიდრებული წესები და საკლასო ოთახების ფიზიკური გარემო. სკოლაში არსებული ატმოსფერო მოსწავლეთა სწავლის მიმართ განწყობებსა და დამოკიდებულებებზე მოქმედებს და სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს.

თბილი, პოზიტიური, ჰარმონიული, მეგობრული და მშვიდი გარემო სკოლაში მრავალ ფაქტორს უკავშირდება, როგორებიცაა, მაგალითად: მოსწავლეთა მაღალი თვითშეფასება, მოტივაცია, კლასში ჩართულობა, მოსწავლეებს შორის თანამშრომლობა და სხვა.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაციის გაცემა-მიღება. ის გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე. მოსწავლე-მასწავლებლის კარგ ურთიერთობას დიდწილად განაპირობებს მოსწავლის აკადემიური წარმატება, მისი სოციალურ-ემოციური კეთილდღეობა, მოტივაცია და ქცევა.

მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სკო­ლას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მას­წავ­ლე­ბე­ლია ის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც მას არა მარ­ტო გა­ნათ­ლე­ბა უნ­და მის­ცეს, არა­მედ მი­სი მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ციაა აღ­ზ­რ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­და იყოს ორ­მ­ხ­რი­ვი – რო­გორც მოს­წავ­ლის მხრი­დან, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლის.  სკო­ლა ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მაა, ეს არ არის ცალ­კე აღე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ცალ­კე – მოს­წავ­ლე, ამ სის­ტე­მა­შია, რო­გორც მთლი­ა­ნად სკო­ლის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, დი­რექ­ტო­რი­დან დაწყე­ბუ­ლი, ყვე­ლა პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თობს და ასე­ვე მშო­ბე­ლი, რო­მე­ლიც უნ­და იყოს მოს­წავ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავ­შ­ვ­მა იგ­რ­ძ­ნოს, მას პა­ტივს სცე­მენ, უს­მე­ნენ და იღე­ბენ ისეთს, რო­გო­რიც არის.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- მათი მიზანდასახულობა, უკეთესი მომავლისაკენ სწრაფვა და წინსვალა, ჩვენი სკოლის დიდი  წარმატების საწინდარია.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- გუნდურ მუშაობასა და ყველა რგოლის ჩართულობას. წარმატებულ მოსწავლეს, მასწავლებელს და მადლიერებით აღსავსე მშობელს.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- თანამშრომლობითი კულტურის შექმნა-დამკვიდრება სასკოლო ცხოვრებაში.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- უამრავი ნაწარმოებია, მაგრამ არის ქართული კულტურის საგანძური, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

-  სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- იყო დედის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლა
 
საშემოდგომო შეჯამებასავით გავუკეთოთ ია
წალკის N1 საჯარო სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის
 

ქაღალდის ჭიქების, ფერადი ქაღალდისა და სხვა ხელოვნების მასალების გამოყენებით მოსწავლეებმა დაამზადეს სიმბოლური სოკოები

ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება