სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა ქედის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
29-10-2024
-
+


ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის საჯარო სკოლას აქტიური და მოტივირებული სასკოლო საზოგადოება ჰყავს. 

ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ პედაგოგები - ნაირა გოგიტიძე და ნათია ტაკიძე-შავიშვილი ქედის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და ქედის მერიის მხარდაჭერით გამართულ მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

გარდა ამისა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის სკოლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი - ლამარა შერვაშიძეც დააჯილდოვა.

ასევე, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ დაბა ქედის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს - გოგა ავალიანს, გუგა ბარამიძეს,  ნინი ბეჟანიძეს, ლიზი ბერიძეს, სესილი ბერიძესა და დაჩი დევაძეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ. მათ საბაზო  საფეხური  წარჩინებით დაამთავრეს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება