| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი ლამაზ გარემოში ხალისიანი განწყობით დაიწყო.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე იზრუნეს და საზეიმოდ მორთული სკოლა და საკლასო ოთახები დაახვედრეს.
სკოლის ეზოში შეკრებილ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და სტუმრებს საზეიმო განწყობას უქმნიდა მოზარდების მიერ შესრულებული სიმღერები და ლექსები.
სკოლაში განსაკუთრებული სითბოთი დახვდნენ პირველკლასელებს და მათ სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები დიდი სიყვარულით მიულოცეს.
„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გვჯერა, რომ ინოვაციური აზროვნებით, ერთობლივი ძალისხმევითა და მონდომებით შევძლებთ ერთად შევცვალოთ გარემო უკეთესობისკენ“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო სასკოლო ცხოვრებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს