სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზია 149-წლოვან ისტორიას ღირსეულად აგრძელებს
13-09-2024
-
+


ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, ახალი სასწავლო წლისთვის, დიდი ფუსფუსი და სამზადისია. საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ახალგაზრდების განვითარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი, მოსწავლეებს მოუთმენლად ელიან.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დამოკიდებულება, რასაც სკოლა-გიმნაზია თითოეული მათგანის მიმართ ამჟღავნებს. ამაზე ნათლად მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ სკოლაში შეიძინეს ლეპტოპები, რომელთაც პირველკლასელებს საზეიმოდ გადასცემენ.

Etaloni.ge-სთან სკოლა-გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა დეკანოზმა პავლე (ცერცვაძემ) სასკოლო სამზადისსა და განწყობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, მან ის დღე გაიხსენა, როდესაც სკოლაში პირველად შევიდა და ისაუბრა იმ პერიოდზეც, როცა დირექტორად დანიშნეს.

- ახალი სასწავლო წელი სულ რამდენიმე დღეში დაიწყება, როგორ ემზადებით სკოლა-გიმნაზიაში ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის?

- რა თქმა უნდა, ყოველ წელს, ტრადიციულად, ღონისძიება იმართება. გამონაკლისი არც ახლა იქნება და საზეიმო აქტივობები იგეგმება. განსაკუთრებით აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ ჩვენ პატარებს გულს არ ვწყვეტთ და ლეპტოპებს და წიგნებს გადავცემთ.

- რამდენ პირველკლასელს ელოდებით?

- წელს ჩვენთან 9 პირველკლასელი შემოდის. მათთვის მაღალკვალიფიციური პედაგოგი გვყავს, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე. მისი განწყობა ამაღლებულია. სიხარულით ველოდებით პატარებს, რადგან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდა თაობისთვის განათლების მიცემაა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა აირჩიონ ადამიანებმა თქვენი საგანმანათლებლო დაწესებულება?

- ჩვენი სკოლა-გიმნაზია 149 წლისაა. ძალიან მრავლისმეტყველია, როდესაც სკოლას ამხელა გამოცდილება აქვს. მოტივირებული და მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ ბავშვებს მაღალი დონის განათლება მივცეთ.

სკოლა აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე ტექნიკით. მათ შორის, გვაქვს ელექტრონული დაფები, რომლებიც ანდროიდ სისტემისაა. სკოლა-გიმნაზიაში გვაქვს ცენტრალური გათბობა, კეთილმოწყობილი სველი წერტილი, შენობაზე მზის ბატარეებია დამონტაჟებული. ახლა ბიბლიოთეკას ვაშენებთ, ისიც ძალიან მაღალი, ევროპული დონის იქნება. ფიზიკური აქტივობისთვის ძალიან კარგი მოედანი გვაქვს. ასევე, ამფითეატრი, რადგან ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვები შემოქმედებითობითა და ხელოვნებისადმი მიდრეკილებით გამოირჩევიან.

მინდა, მშობლებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რაც შვილებისთვის ჩვენი სკოლა-გიმნაზიის არჩევით გამოიჩინეს. მინდა, რომ მათი მოლოდინები მაქსიმალურად გავამართლოთ.

- რა არის თქვენთან ყველაზე მნიშვნელოვანი?

- ყველაზე მნიშვნელოვანი არის წარსული, აწმყო და მომავალი, რის გარეშეც ვერაფერი იარსებებს. ჩვენს გიმნაზიასაც აქვს 149-წლოვანი ისტორია. წარმოგიდგენთ, 1875 წელს დაარსდა და უწყვეტად ფუნქციონირებს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ გიმნაზიის კურსდამთავრებულები არიან დევი აბაშიძე, ევგენი ხარაძე, რეზო თაბუკაშვილი.

ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის რელიგია. ჩვენთან ისწავლება საღვთო სჯული, ასომთავრული და ნუსხური დამწერლობა, ასევე, გალობა. გარდა ამისა, გალობის უფასო წრე გვაქვს. უფასოა გახანგრძლივებულიც და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენს ბავშვებს კარგი გარემო შევუქმნათ.

- ჩანს, მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი პირობები გაქვთ. ალბათ, თქვენი მასწავლებლებიც პროფესიონალიზმით გამოირჩევიან...

- პირველ რიგში, მინდა, როგორც დირექტორმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის - მეუფე მელქისედეკ ხაჩიძის მიმართ მადლიერება გამოვხატო. რომ არა მისი ლოცვა-კურთხევა, ჩართულობა და ფინანსური დახმარება, ის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, არ გვექნებოდა.

ამავე დროს, უდიდესი მადლობა ჩვენს პედაგოგებს იმისათვის, რომ სკოლის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებენ. თუ მასწავლებელთა გუნდი შეკრული, მოსიყვარულე, მონდომებული და განათლებული არ არის, გიმნაზია იმ შედეგებზე ვერ გავა, რაზეც თუნდაც წელს გავედით. სამი აბიტურიენტი გვყავდა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ძალიან მაღალი ქულები მიიღეს. ერთ-ერთია თამარ ჭიპაშვილი, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე 100%-ანი გრანტით ჩაირიცხა და ფაკულტეტზე ჩარიცხულ სტუდენტთა რეიტინგში მესამეა.

ეს შედეგები ამ მასწავლებლების ღვაწლიდან გამომდინარე გვაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სამი ავტორიზაცია გვაქვს გავლილი, ბოლო 2023 წელს, ძველი სტანდარტით. ახლა ახალი სტანდარტი დაემატა, ჩვენ შესაბამისობის გეგმა გავაკეთეთ და გავგზავნეთ. ამ საქმეში, ზაფხულის განმავლობაში, მთელი პედაგოგიური კოლექტივი ჩართული იყო. მინდა მადლიერება გამოვხატო, რადგან ნაცვლად იმისა, რომ შვებულებაში ყოფილიყვნენ და დაესვენათ, მთელი ეს პერიოდი სკოლაში, მუშაობაში გაატარეს.

ასევე, მადლობა მშობლებს იმისთვის, რომ რაც მათთვის ყველაზე სანუკვარი, საყვარელი და ფაქიზია - შვილები მოგვანდეს. და ბოლოს, მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, რომ ჩვენს შრომას გაგებით ეკიდებიან, მაქსიმალურად იხარჯებიან, რათა ცოდნა შეიძინონ და საკუთარ თავსა და სამშობლოს გამოადგნენ.

- რამდენი ხანია, რაც სკოლა-გიმნაზიას უძღვებით და ხომ ვერ გაიხსენებდით პირველ სამუშაო დღეს?

- მისი ხელმძღვანელი 2019 წლის 29 აგვისტოდან ვარ. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როცა დირექტორად დავინიშნე. ეს ჩემთვის მოულოდნელი და ემოციური იყო. სასულიერო პირი ვარ, ჩემთვის ბავშვებთან ურთიერთობა უცხო არ იყო, თუმცა ამ სფეროში პირველი ნაბიჯები რომ უნდა გადამედგა, ძალიან მიხაროდა. ჩემი მიზანი იყო, ბავშვებისთვის სიყვარული გამეზიარებინა - მე ისინი ძალიან მიყვარს. მუშაობა არ გამიჭირდა, რადგან რა სიყვარულსაც გავცემდი, ის ათმაგად მიბრუნდებოდა.

- ახლა თითოეული პირველკლასელისა და მათი მშობლებისთვის ამაღელვებელი პერიოდია, პატარებმა სასკოლო ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები უნდა გადადგან. თავად თქვენ თუ გახსოვთ, როგორი იყო თქვენი პირველი დღე სკოლაში?

- ეს მართლაც ამაღელვებელი იყო. მახსოვს პირველი მასწავლებელი, ქალბატონი დარეჯანი, ზესტაფონის N7 საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. არაჩვეულებრივი პედაგოგი იყო. სკოლაში მშობლებმა და ბებიამ მიმიყვანეს, პირველ მერხზე დამისვეს. მახსოვს, რომ პედაგოგმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ უცხო გარემო და სოციუმი იყო, ისე მიგვიღო, თითქოს პირველ ნაბიჯებს არ ვდგამდით. ის გავლენა, რომელიც მე 1995 წლის სექტემბერში ვიგრძენი, დღემდე მომყვება და ვცდილობ, ბავშვებს ისეთი გარემო შევუქმნა, რომ თავი თავისუფლად იგრძნონ.

- და ბოლოს, რას ურჩევდით პედაგოგებს, როგორ მოიქცნენ, რომ მოსწავლეებმა სკოლაში თავი თავისუფლად და რეალიზებულად იგრძნონ?

- უპირველეს ყოვლისა, სიყვარულით, თავმდაბლობით, ურთიერთპატივისცემით უნდა გამოირჩეოდნენ. ჩვენი მიზანია ბავშვის ჰარმონიული აღზრდა. პედაგოგმა უნდა შეძლოს და მოსწავლეში ის თვისება აღმოაჩინო, რომელიც განსავითარებელია. სწორედ ესაა მასწავლებლის მთავარი ფუნქცია. პედაგოგიკაში არ არსებობს ცნება სხვისი შვილი. ისინი ბავშვებს ისე უნდა მიუდგნენ და განავითარონ, როგორც საკუთარი შვილის შემთხვევაში მოიქცეოდნენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება