| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბევრ ქვეყანაში სასკოლო ფორმას მხოლოდ კერძო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეები ატარებენ, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც დრეს-კოდი ყველასთვის ერთია. საინტერესოა როგორ გამოიყურება სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეთა სასკოლო ფორმა?
აშშ
ამერიკელი მოსწავლეების სასკოლო ფორმაზე ფილმებით ნუ იმსჯელებთ. აშშ-ში ფორმას მხოლოდ კერძო და კათოლიკური სკოლების მოსწავლეები ატარებენ, მაგრამ სახელმწიფო სკოლებშიც ხშირად მიმართავენ დრეს-კოდს. ამერიკული სასკოლო ფორმა ხშირად პოლო მაისურს ან თეთრ პერანგს წარმოადგენს მუქი ფერის ნაქსოვ ზედატანთან, ქვედაბოლოსთან ან შარვალთან ერთად.

იაპონია
იაპონურ სასკოლო ფორმას - „გაკო სეიფუკუს“ ეძახიან. იაპონელი სკოლის მოსწავლეები თეთრ ბაბთიან პერანგებსა და მეზღვაურის საყელოებს ატარებენ. ფორმის ეს ელემენტები უფრო მეტად დაწყებითი კლასების მოსწავლეთა სამოსს ახალვს. უფროსკლასელები კი სკოლაში ერთი ფერის ან კობოკრული კლასიკური შარვლებითა თუ ქვედაბოლებით დადიან.

საფრანგეთი
საფრანგეთში სასკოლო ფორის ტარება სავალდებულო 1968 წლიდან აღარაა, მაგრამ 2018 წელს დრეს-კოდი მოსწავლეთა მშობლების თანხმობით რიგ ქალაქებში დააბრუნეს. მაგალითად, ქალაქ პროვენში, საკითხის გადასაწყეტად ხმის მიცემა გაიმართა. გამოკითხვაში მონაწილე მშობლების 60%-მა იდეას მხარი დაუჭირა. ბავშვებმა კი დაიწყეს პოლო მაისურებისა და ქალაქის გერბიანი სვიტერების ტარება. ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელმაც თავდაპირველად სიახლე გააპროტესტა, მოგვიანებით ჟურნალისტებთან აღიარა, რომ დღეს მას მოსწონს, რომ „ჰარი პოტერის“ გმირივით აცვია.

დიდი ბრიტანეთი
დიდ ბრიტანეთში თითქმის ყველა მოსწავლე ფორმას ატარებს. სტილი იცვლება სკოლისა და სეზონის მიხედვით, მაგრამ ჩვეულებრივ, თეთრი ან ცისფერი პერანგის, ნაცრისფერი, მწვანე ან ლურჯი პიჯაკის, შარვლის ქვედაბოლოსა და სვიტერისგან შედგება.

ესპანეთი
ესპანეთში სასკოლო ფორმას კერძო და კათოლიკური სკოლების უმრავლესობაში ატარებენ. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე სასკოლო ასაკის პრინცესები - ლეონორი და სოფია კლასიკურ ფორმაში არიან შემოსილნი: რუხი ქვედაბილო, შავი სვიტერი ემბლემით და, რა თქმა უნდა, თეთრი პერანგი.

ინდოეთი
ინდოეთში მოსწავლეთა უმეტესობა ფორმას ატარებს. სახელმწიფო უნიფორმების შესყიდვას ხშირად აფინანსებს, ამიტომ ის მშობლებს უფრო იაფი უჯდებათ ვიდრე ჩვეულებრივი სამოსი.

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება