სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ნაყინის დამზადება, დეკორაციის აწყობა - 8 საინტერესო და სახალისო ხელსაქმე ბავშვებისთვის
16-08-2024
-
+


მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებისთვის ზაფხული ხალისიანი, დატვირთული და აღმოჩენებით სავსე იყოს. ხელნაკეთი ნივთების შექმნისას, ექსპერიმენტებისა თუ სხვადასხვა სახალისო აქტივობისას, პატარებს სურთ, რომ მშობლები მათ გვერდით იყვნენ. 

რასაკვირველია, მნიშვნელოვანია გასვლითი აქტივობებიც, თუმცა არანაკლებია ხელნაკეთობების დამზადება. ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რამეებს სწავლობენ. ასე რომ, გამართეთ პიცის წვეულებები, საგანძურზე „ნადირობის“ დღეები თუ შეჯიბრებები მძლეოსნობასა ან სირბილში. 

გარდა ამისა, პატარებს სამზარეულოს კარიც გაუღეთ. როგორც წესი, მათთვის ძალიან საინტერესოა, როგორ მზადდება სხვადასხვა საკვები. მათ კერძების მოზადება, ხელების ფქვილში დასვრა და საჭმლის სერვირება მოსწონთ. ასევე, ზაფხულის თბილი ამინდი  გამოიყენეთ და გარკვეული დრო გარეთ გაატარეთ.

და მაინც, რა განსხვავებული აქტივობები შეიძლება შესთავაზოთ პატარებს ზაფხულის განმავლობაში? 

ხილისა და ბოსტნეულის მოწვევა

წაახალისეთ ბავშვები, რომ საკუთარი ხელით ისეთი ხილი და ბოსტნეული დათესონ და მოიწვიონ, როგორიცაა გოგრა, ლობიო, პომიდორი, სალათის ფოთლები და მარწყვი. ასე მათ ბუნებასთან კონტაქტი ექნებათ, გაერთობიან და გაიგებენ, თუ როგორ ხარობს სხვადასხვა ხილი თუ ბოსტნეული. გარდა ამისა, მათი განვითარების ეტაპებსაც დააკვირდებიან, რაც სკოლაშიც გამოადგებათ. 

მარილიანი ცომით ითამაშეთ 

უნდა დაამზადოთ მარილიანი ცომი, რითვისაც მხოლოდ წყალი, მარილი და ფქვილი დაგჭირდებათ. ცომი ძალიან მყარი უნდა იყოს, რადგან შემდეგ მისგან სხვადასხვა ფორმა მიიღოთ. რა ფორმას მისცემთ, ეს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. შემდეგ კი, ფიგურების მოხატვაც შეგიძლიათ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ წვიმიანი დღეები ნაყოფიერად და სასიამოვნოდ გაატაროთ. 

ტკბილეული გამოაცხვეთ

ბავშვები არდადეგების დროს, მარტივად დასამზადებელი ტკბილეულით გაართეთ. შეგიძლიათ, მათთან ერთად, ფერადი მაფინები გამოაცხოთ, ასევე ვაფლი და ბლინები.

კვერცხის ყუთებით სხვადასხვა ნივთი დაამზადეთ

კვერცხის ყუთებს საინტერესო ფორმა აქვს, ადვილად იჭრებიან ან იშლებიან და შეიძლება ყველანაირ სახალისო ნივთად გააქციოთ, დაწყებული ფერადი მუხლუხოდან, საგანძურის სკივრით დამთავრებული. ამისთვის კი, საღებავები, ბისერები და ფერადი ლენტები შესაძლოა დაგჭირდეთ. 

ე.წ. ტყლარწები დაამზადეთ

ტყლარწების დამზადება ყოველთვის სახალისოა. ეს ის აქტივობაა, რაც ბავშვებს საათობით დააკავებს და გაამხიარულებს. ის შეიძლება სხვადასხვა ინგრედიენტებისგან მოამზადოთ. მათ შორის, სიმინდის ფქვილისგან. 

ტალახის სამზარეულო

ალბათ, ბავშვობაში ტალახის კერძები ბევრს გაუკეთებია. და რატომ არ უნდა იცოდნენ ეს გასართობი ახლანდელმა პატარებმაც? მათთვის სამზარეული მოაწყვეთ, სადაც კერძებს ტალახისგან დაამზადებენ. ეს ძალიან კარგი მოტორული და სენსორული აქტივობაა. თანაც, ბავშვები დროს ეკრანებისგან მოშორებით ატარებენ.

დეკორაციები დაამზადეთ

სხვადასხვა დეკორატიული ნივთის დამზადებას ხშირად მხოლოდ ის მასალა სჭირდება, რაც სახლში ყველას მოეპოვება. ეს შეიძლება იყოს თუნდაც უკვე გადასაყრელი, გამოუყენებელი ნივთები. მათ შეიძლება ახალი სიცოცხლე შთაბეროთ და თანაც, სახლიც გაალამაზოთ. მაგალითად, კარგი იდეაა დეკორატიული კარის, ყვავილების ქოთნისა თუ მძვების დამზადება. 

ნაყინი დაამზადეთ 

ბავშვებს ნება მიეცით, რომ ნაყინი დაამზადონ. მათ შეიძლება იოგურტი, სხვადასხვა ხილი ან ნაყინისთვის საჭირო სხვა ინგრედიენტები გამოიყენონ. ასე ისინი გაერთობიან და თანაც, საკუთარი მომზადებული ნუგბარით გაგრილდებიან.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პრემიერის განმარტება ჩინეთში შეკერილ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - „ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი“... 

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

როგგორ და სად უნდა მიიღოთ პირველკლასელთა რეგისტრაციის უნიკალური კოდი - ინსტრუქცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

დამრიგებელმა ბავშვებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და ბავშვები დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვა

მოსწავლეებმა 5 კვირის განმავლობაში შეისწავლეს სვანური კოშკების ისტორია და არქიტექტურა

გამარჯვებული კლასის მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ

 

 

სასწავლო წლის მიწურულს თეატრალურმა კლუბმა ნოდარ დუმბაძის უკვდავი სამყარო გააცოცხლა

მოსწავლეებმა თანაკლასელებთან ერთად დრო სასარგებლოდ და ხალისიანად გაატარეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება