სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გრაფიკები, იმპულსები, მუხტები... - ცნობილია, რა წერეს აბიტურიენტებმა ფიზიკის გამოცდაზე
26-07-2024
-
+


დღეს, 26 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2024 ფიზიკის ტესტირებით სრულდება. აპლიკანტები ნელ-ნელა ტოვებენ საგამოცდო სივრცეებს და რამდენიმე მათგანი etaloni.ge-ს უფრო ვრცლად ესაუბრა იმაზე, თუ რა საკითხები მოვიდა ფიზიკის გამოცდაზე:

„ფიზიკის ტესტი გართულებული იყო წინა წლებთან შედარებით. განსაკუთრებით, ღია კითხვები გამიჭირდა. მე-4 საგნად ავირჩიე ფიზიკა, უბრალოდ მაინტერესებდა როგორ გავართმევდი თავს და ვფიქრობ, ნორმალურ ქულას მივიღებ“.

„გაწონასწორებულ მასებზე, იმპულსებზე, მუხტებსა და მაგნიტიზმზე იყო საკითხები. დიდად არ გამიჭირდა, არ იყო ჩემთვის რთული. სამშენებლო ინჟინერიაზე ვაბარებ და მე-3 საგნად ჩავაბარე ფიზიკა. ზოგადად, ასე თუ ისე, ფიზიკა არაა მარტივი საგანი, მაგრამ მე მომწონს ეს საგანი. თუ იმუშავებ ბევრს და იმეცადინებ, ჩააბარებ, მით უმეტეს, როცა საგანი გაინტერესებს“.

„ჩემთვის არც ისე რთული იყო, კარგად სამუშაო ტესტია, მათემატიკა ჩავაბარე და ფიზიკა მეოთხე საგნად ავირჩიე, რაც ვიცოდი, ყველაფერი დავწერე და კარგ ქულას ველოდები. მახსენდება ერთი დავალება, რომელიც დამუხტულ ნაწილაკებს ეხებოდა, იმპულსებზეც იყო ასევე. ელექტროობის შესახებ იყო რამდენიმე დავალება. ამოცანების ამოხსნისას ნიუტონის კანონები გამოვიყენე, სხვა ფორმულებიც მახსოვდა, მეშინოდა, რომ საჭირო დროს საჭირო ფორმულა არ გამახსენდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველანაირი მღელვარება მომეხსნა ტესტზე მუშაობისას და გონებაში ყველა საჭირო ინფორმაცია ამომიტივტივდა“.

„ელექტროობა იყო, ენერგიის შენახვის კანონი, ასევე გრაფიკებიც მოვიდა. სხვადასხვა ფორმულის გამოყენებას მოითხოვდა. არ ვიცი, საბოლოოდ მგონია, რომ კარგად დავწერე. მე-4 საგნად ავირჩიე ფიზიკა. მათემატიკასთან ერთად, მერჩივნა, ესეც ჩამებარებინა, თავის დაზღვევის მიზნით, რომ გრანტი ავიღო“.

„ელექტროობა იყო, აირის ამოცანა, იმპულსის ამოცანა, ენერგიების შენახვის კანონი, კიდევ იყო ამოცანის პირობა, სადაც გადაადგილება და აჩქარება უნდა გვეპოვა, გრაფიკების მიხედვით უნდა გაგვეკეთებინა. ერთი შეკითხვა იყო, ვექტორულ სიდიდეზე, ასევე რომელოა ფიზიკური მოვლენაო, ასევე ორი სხეულის, დრეკად-დეფორმირებული სხეულების დაჯახებაზე და უნდა გაგვეგო რა დროის შემდეგ შეხვდებოდა ეს ორი სხეული ერთმანეთს და რის ტოლი იქნებოდა დაჯახების შემდეგ სიჩქარე. საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ რთული არ ყოფილა, მესამე საგანი იყო და ამით დავასრულე ეროვნულები, კომპიუტერულ მეცნიერებებზე ვაპირებ ჩაბარებას“.

„ვფიქრობ, გამოცდა ნორმალურად დავწერე, თუმცა წინასწარ ქულებზე მაინც ვერაფერს ვიტყვი. დადებითი მოლოდინები მაქვს. საკითხებს რაც შეეხება, ახლა რაც მახსენდება, იყო გრაფიკები, ელექტროობაზე კითხვები და იმპულსებზე. ასევე, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო, რომ ფორმულები გვცოდნონა, რადგან მათი გამოყენებაც გვჭირდებოდა. ფიზიკასა და მათემატიკას ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და ვნახოთ, რა იქნება“.

„ბოლო გამოცდაა და ამით ეროვნულებიც დამთავრდა. შესვლის წინ თან ვნერვიულობდი და თან მიხაროდა, რომ ბოლო საგამოცდო დღე იყო. ტესტს რაც შეეხება, საშუალო სირთულის იყო. მე მათემატიკაც ჩავაბარე, ეს მეოთხე საგანია. გამოცდა ფორმულების ცოდნას მოითხოვდა. საკითხები იყო აჩქარებაზე, ვექტორულ სიდიდეზე, ელექტროობაზე… კმაყოფილი ვარ და იმედია, მაღალ ქულასაც მივიღებ“.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა“

 

 

„როდესაც სიკეთისთვის ვერთიანდებით, თითოეულ პატარა ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს!“
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება