| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დღეს, 22 ივლისს მასწავლებლები უცხოურ ენებში საუბრის ნაწილს აბარებენ. როგორც ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტები etaloni.ge-სთან აღნიშნავენ, საკითხები საშუალო სირთულის იყო, თუმცა დეტალების გამხელისგან თავს იკავებენ, რადგან გაფრთხილებულები არიან საკითხებზე არ ისაუბრონ:
დინარა ჩხაიძე: „გერმანული ენის გამოცდაზე ვიყავი... წელს პირველად გავედი და საკმაოდ მარტივი იყო, საკითხებს ვერ გავამხელ, გამაფრთხილეს, რომ არ შეიძლება საუბარი. თუმცა ვინც იცის ენა და მეტიც, პედაგოგობაზე აქვს პრეტენზია, იმისთვის რთული ნამდვილად არ იქნებოდა. მასწავლებლობას ვაპირებ, დიდი სურვილი მაქვს სკოლაში დასაქმების, ახლა სტუდენტებს ვასწავლი გერმანულს და მიხარია, რომ ამ საგნისადმი ინტერესი იზრდება. სკოლაში არჩევითი საგანია, ჩემმა შვილმა და ბევრმა მისმა კლასელმა აირჩია ეს ენა. საგნის სპეციფიკას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ მუსირებს აზრი, თითქოს ძალიან რთულია გერმანული, 6-7 წლის ბავშვიც ამყოლია ბოლომდე და არ ყოფილა შემთხვევა, ვერ გაეგო რომელიმე საკითხი. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ გერმანულ ენასთან მუშაობა შრომატევადია და შესაძლოა ეს აშინებთ ბავშვებს“.
„პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგი ვარ. ვფიქრობ, გამოცდა ძალიან რთული არ ყოფილა...“
თამარ ოსიაშვილი: „მოქმედი პედაგოგი არ გახლავარ, ჩემი ძალიან დიდი სურვილია, საჯარო სკოლაში დავსაქმდე. ჯერჯერობით არ მიცდია და არ ვიცი, რა, როგორ ხდება, თუმცა თუ საჯაროში ვერა, კერძოში მაინც დავიწყებ მუშაობას. ამის დიდი იმედი მაქვს. ინგლისური ენის ცოდნა 21-ე საუკუნეში მნიშვნელოვანია. ამიტომ, მინდა ჩემი წვლილი შევიტანო“.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას