სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაიცანით ბაღის აღმზრდელი, რომელიც ეროვნულ გამოცდებს აბარებს - ნინო ჯალაღონია 12 წელია საბავშვო ბაღში მუშაობს
10-07-2024
-
+


ეროვნული გამოცდები 2024 გრძელდება. ამჯერად etaloni.ge გაგაცნობთ ნინო ჯალაღონიას, რომელიც 12 წელია საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს, თუმცა ამჟამად აბიტურიენტია და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადის:

„39 წლის ვხდები და პირველად გავდივარ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - ფსიქოლოგიაზე ვაპირებ ჩაბარებას, რადგან მჭირდება, მეტად განვვითარდე პროფესიული კუთხით. 12 წელია საბავშვო ბაღში ვმუშაობ“, - გვითხრა აპლიკანტმა და სკოლამდელ დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება:

„სკოლამდელ განათლებაში დასახვეწი ძალიან ბევრი რამაა, თუმცა არის წინსვლაც - შემუშავდა ადრეული განათლების კურიკულუმები, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ძველ დროსთან შედარებით შეიცვალა ბავშვთან ურთიერთობა, მიდგომები, ახლა უკვე პრიორიტეტია ბავშვი და მისი აზრის გათვალისწინება... თუმცა, იმავდროულად, გასაკეთებელი ძალიან ბევრია; განათლების სამინისტრო აქტიურადაა ჩართული კურიკულუმის დანერგვის პროცესში, მაგრამ კვალიფიციური კადრის სიმცირეა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ განათლებასაც დაემატა ეს მიმართულება და ახალგაზრდები სწავლობენ, ეს არასაკმარისია. 

ალბათ კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება სკოლამდელ განათლებას, რომ მაღალ დონეს მიაღწიოს; ქვეყანაში იყოს ისეთი საბავშვო ბაღები, რომლებიც ბავშვების განვითარებასა და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვაზე იქნება ორიენტირებული; მიდგომებსა და მასწავლებლების დამოკიდებულებას რაც შეეხება, ადრინდელთან შედარებით, ახლა საგრძნობლად შეცვლილია, დღეს ნაკლებად მეგულებიან მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებს უხეშად მიმართავენ, ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ისეთ დროს მივედი ბაღში, როცა ზუსტად გარდატეხა ხდებოდა სკოლამდელ განათლებაში და მქონია ძველი სტილის მასწავლებლებთან შეხება, ვსწავლობდი მათგან, როგორი არ უნდა ვყოფილიყავი. მაშინ მასწავლებლები ბავშვებს აზეპირებინებდნენ ლექსებს, ზეიმები საერთოდ ყბადაღებული თემაა, ნაკლებად ატარებდნენ დროს ბავშვებთან, არ თამაშობდნენ მათთან, არ ითვალისწინებდნენ მათ სურვილებს. ახლა ბევრად უკეთესი სიტუაციაა და არ შეედრება იმ წლებს, როცა მე მივედი ბაღში“.

საუბრის დასასრულს აბიტურიენტმა პედაგოგმა თითოეულ აპლიკანტს წარმატება და სასურველ ფაკულტეტზე ჩარიცხვა უსურვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა“

 

 

„როდესაც სიკეთისთვის ვერთიანდებით, თითოეულ პატარა ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს!“
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება