სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„ეროვნულებზე წითელ-თეთრებში...“ - აბიტურიენტები NAEC-თან გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადებიან
27-06-2024
-
+


3 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება და არავის ისე არ სჭირდება იწამოს ზღაპრის კეთილი დასასრულისა, როგორც აბიტურიენტებს... 26 ივნისის ისტორიული გამარჯვება იმედის მიმცემი გახდა აბიტურიენტებისთვის, იმედის? მეტიც - ზოგი მათგანი დარწმუნებულია, რომ ისევე მოუგებენ მატჩს NAEC-ს, როგორც  საქართველომ პორტუგალიას. 

უსაზღვრო ემოციები, სასწაულების რწმენა და შეუძლებლის შესაძლებლად ქცევა - ამის ნათელი მაგალითია საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, რომელთა შთაგონებით აბიტურიენტებს წინასაგამოცდოდ თავდაჯერება შეემატათ. ისინი, ვნებათაღელვის მიუხედავად, მაინც გამოვიდნენ სოციალური ქსელის ასპარეზზე ღიმილისმომგვრელი ექსპრომტებით და ტრადიციად ქცეული „მიმებით“. 

არავის გაუკვირდეს, რომ 3 ივლისს ყველა აბიტურიენტი წითელ-თეთრ ფერებში გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრებში, ამას ერთი აბიტურიენტი აანონსებს და გამოწვევის

მისაღებად სხვებსაც იხმობს:

„ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!“

გ ი ლ ო ც ა ვ თ!

აი, ახლა რომ სიხარულით ვცხოვრობთ, ამ სიხარულს გაუმარჯოს! საქართველოს გაუმარჯოს! მადლობა ღმერთს ფეხბურთისთვის!

ეროვნულებზე წითელ-თეთრებში!“. 

ნაკრები კი გავიდა პორტუგალიასთან გამარჯვებით ჯგუფიდან, მაგრამ ერთ-ერთი აბიტურიენტი, როგორ „ახტება“ ეროვნულებს და პირდაპირ უნივერსიტეტის ფინალურებს წერს, ეს თუ ვინმემ გაიგოთ, ჩვენც გაგვაგებინეთ: „ეროვნულები კი არა აწი, თუ გინდათ ფინალურები დამიდეთ!“ 

აქვე, მიმი: მიქაუტაძე აბიტურიენტის რანგში და კვარაცხელია, გულშემატკივარი დედის როლში. 


ჩვენ ისღა დაგვრჩენია, გისურვოთ, ისეთივე წარმატებით ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, როგორც მიქაუტაძემ გაიტანა პენალტი! 




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება