სიახლეები
ყველაზე პოპულარული


გეგმავს თუ არა მასწავლებლის სახლი eSchool-ის ბაზაში დოკუმენტების ატვირთვის ვადის გახანგრძლივებას
06-06-2018
-
+


მასწავლებლებს eSchool-ის ბაზაში დოკუმენტების ატვირთვა 15 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ. პედაგოგთა ნაწილი ამ ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. ისინი იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც შეიძლება, 15 ივნისამდე ვერ მოესწროს დოკუმენტების eSchool-ის ბაზაში ატვირთვა:

„თუ შესაძლებელია, გააგრძელეთ eSchool-ის ბაზაში მასალების ატვირთვის ვადა. ამჟამად 15 ივნისამდე გვაქვს დრო. მე-11 კლასის კატ-ის გამოცდების გამო სკოლაში 1 კვირა ინტერნით ვერ ვისარგებლებთ. ამიტომ რეალურად ვადა 8 ივნისამდე გვაქვს. სკოლის საჭიროებების კვლევას 15 ივნისამდე ვერ დავასრულებ, ასე იქნება სხვებთანაც. ძალიან კარგი მასალები მაქვს და მენანება, რომ წელს არ ავტვირთო ისქულში. თუ ვადის გაგრძელება პრობლემებს არ ქმნის, იქნებ დაგვეხმაროთ და 25 ივნისამდე განსაზღვროთ ატვირთვის დრო თუ არადა უნდა ვიჩქაროთ ან სამომავლოდ გადავდოთ,“ - აღნიშნავს ერთ-ერთი პედაგოგი. 

შესაძლებელია თუ არა, რომ eSchool-ის ბაზაში დოკუმენტების ატვირთვის ვადა შეიცვალოს? ამ კითხვით Etaloni.ge მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. როგორც მათ აღნიშნეს, იციან მასწავლებელთა ამ თხოვნის შესახებ, თუმცა ვადის გახანგრძლივება არ იგეგმება:

„გასაგებია, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდებია 12 ივნისიდან 15-ის ჩათვლით, თუმცა eSchool-ის ბაზაში დოკუმენტების ატვირთვის ვადის გახანგრძლივება არ იგეგმება,“ - აცხადებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს eSchool-ის ბაზაში დოკუმენტების ატვირთვის ვადა ორჯერ შეიცვალა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, თავიდან მასწავლებლებს eSchool-ში დოკუმენტების ატვირთვის ვადა 25 ივნისის ჩათვლით გაუხანგრძლივდათ შემდეგ კი - 30 ივნისის ჩათვლით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება