სიახლეები
ეტალონი

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად ‘’ყვარლის ეტალონი მოსწავლე’’ გამოვლინდა
28-11-2016
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. 

ამჯერად, ‘’ყვარლის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.     

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გავაზის სკოლაში ჩატარდა.  

„ეტალონის“  შემოქმედებითი ჯგუფი ყვარლის მუნიციპალიტეტს, გამგეობას და საკრებულოს მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის.   
 
ყვარლის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას ყვარლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

მონაწილეებს სკოლის ანსამბლი ''ანეთი'' ამხნევებდა.  

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული.

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს კუჭატნის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი საიქვაძე დაეუფლა (83 ქულა).   

ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი მადლობას უხდის ''ეტალონის'' შემოქმედებით ჯგუფს: 

"როდესაც სასკოლო ტური გამოცხადდა 97% იყო ჩართულობა. ძალიან დიდი იყო აქტიურობა. ''ეტალონმა'' ზეიმი მოუწყო ბავშვებს, ჩვენ სულმოუთქმელად ველოდით ამ პროექტს. ულამაზესი ღონისძიება იყო. მონაწილეობდა მეორე ტურში სულ 56 ბავშვი. ''ეტალონი'' გავიწყებს ასაკს, იმდენად განუმეორებელი პროექტია. ბატონი გოჩა რომ შეუდარებელია, ეს არის აქსიომა და ამაზე აღარ ვსაუბრობთ. ძალიან მაღალი შედეგებით გამოირჩეოდნენ ჩვენი ბავშვები. მესამე ადგილზე გავიდა მოსწავლე, რომელიც არაქართველია. იგი ჯერ რუსულ სკოლაში სწავლობდა, მერე გადავაკეთეთ ქართულ სკოლად. მას უჭირს ქართულად მეტყველება, მაგრამ იმდენად გონიერი და განათლებული აღმოჩნდა, შეძლო მესამე ადგილზე გასულიყო. სწორედ ეს არის ''ეტალონის'' დამსახურება, რომ განურჩევლად ენისა, სქესისა, პოლიტიკური შეხედულებისა, ყველა ბავშვი თანასწორია. თანასწორ პირობებში ხდება ბრძოლა. მადლობა მთელ თქვენს ჯგუფს, რომ ასეთ პროექტს ახორციელებთ."

გუბერნატორის პირველი მოადგილის ირაკლი შიოშვილის თქმით, „ეტალონი„ სწორედ ის პროექტია, რომელიც ახალგაზრდების ინტელექტუალურ-შემეცნებითი დონის ამაღლებას ემსახურება:

"ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მოსწავლეები დიდი ხალისით იღებენ კონკურსში მონაწილეობას, რაც იმას ნიშნავს , რომ ''ეტალონის'' მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ, რადგან აქ ახდენენ თავიანთი ცოდნის და შესაძლებლობების დემონსტრირებას. მადლობას ვუხდი   ამ პროექტის ავტორებსა  და ყველა მონაწილეს. განსაკუთრებით „ეტალონის“ იდეის ავტორს და წამყვანს  გოჩა ტყეშელაშვილს.

კონკურენცია მაღალი იყო, ქულებიც მაღალი იყო. ძალიან მაღალი ცოდნა   გამოავლინეს მოსწავლეებმა. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა ასეთი მაღალი ქულები არცერთ თამაშზე არ ყოფილა. ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდა და ძალიან მომეწონა. ‘’ეტალონი’’ მნიშვნელოვანი პროექტია. კონკურსის მონაწილე ბავშვებმა გაიცნეს ერთმანეთი, დამეგობრდნენ და რაც მთავარია ცოდნა გამოავლინეს.

თანამედროვე სამყაროში განათლება ყველაზე ძლიერი და ეფექტური იარაღია. ჩვენ პატარა  ერი ვართ. უფრო კონკურენტუნარიანი  რომ  ვიყოთ, მეტი  განათლება გვჭირდება. ამიტომ  ჩვენს ქვეყანას სჭირდება ინტელექტუალური  მომავალი თაობა. დღეს, ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ  სრული ხელშწყობა ჰქონდეთ ახალგაზრდებს  ხარისხიანი განათლების მისაღებად. თუმცა, ეს არ არის საკმარისი.  ჩვენს ქვეყანას აქვს ამბიცია, რომ ჩვენი ახალგაზრდები  უწევდნენ კონკურენციას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ახალგაზრდებს. „ეტალონი„ სწორედ ის პროექტია,  რომელიც ახალგაზრდების ინტელექტუალურ-შემეცნებითი დონის ამაღლებას ემსახურება და მიზნად ისახავს ქართველ მოსწავლე- ახალგაზრდებში როგორც სწავლისადმი ინტერესის გაზრდას,  ასევე წიგნიერების დონის ამაღლებასა და სწავლისადმი სტიმულის გაღვივებას.  ჩემი აზრით პროექტი, ხელს უწყობს საქართველოში ცოდნის პოპულარიზაციას,  პროექტის მეშვეობით უკვე გამოვლინდნენ და წახალისდნენ ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები. მათ შორის კახეთის რეგიონიდანაც. კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის წარმატებულმა მოსწავლემ მიიღომო ნაწილეობა ამ პროექტში და საკმაოდ გამოიჩინეს  თავი. ეს კი კარგი სტიმულია სხვა ახალგაზრდებისთვის, რათა სხვებიც დაინტერესდნენ  „ეტალონით“  და მეტი ცოდნით დაამტკიცონ, რომ ისინი კახეთის,  და არა მხოლოდ, საქართველოს ღირსეული წარმომადგენლები არიან.''

საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ შავერდაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა აღფრთოვანებულია ამ პროექტით:

"ყველა აღფრთოვანებულია ამ პროექტით. ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი უფრო და უფრო გაფართოვდება. პირადად ჩემი შვილი იღებდა მონაწილეობას და მას შემდეგ სულ სხვანაირად დაიწყო მეცადინეობა. მოსწავლეების დონე საკმაოდ მაღალი იყო. მათ მაღალი ქულები მიიღეს."

''ყვარლის  ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი  გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.  

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".          

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება