სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღის თანამშრომლებს 50-100 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ თუ... - რატომ შეიძლება დაეკისროთ სააღმზრდელო დაწესებულებებსა და პერსონალს საურავი
30-05-2024
-
+


განათლების ხარისხის მართვის ცენტრმა ბავშვზე ძალადობის ეჭვის შემთხვევაში მოქმედებისთვის მეთოდოლოგიის დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც გაწერილია, თუ რა უნდა მოიმოქმედონ სააღმზრდელო დაწესებულებებმა/უფლებამოსილმა თანამშრომლებმა ასეთი ფაქტის დაფიქსირებისას.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ თუ სააღმზრდელო დაწესებულება არ მოახდენს რეაგირებას და არ მიაწვდის აღნიშნულ ინფორმაციას შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, მიიღებს გაფრთხილებას ან დაჯარიმდება. საურავი ფიზიკური პირის შემთხვევაში 50-100 ლარია, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 100-200.

„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის (ბაღის/დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172 „6“ მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას; კერძოდ კი, შესაბამისი ფიზიკური პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 50 ლარიდან 100 ლარამდე ოდენობით, შესაბამისი დაწესებულების (იურიდიული პირის) დაჯარიმებას 100 ლარიდან 200 ლარამდე ოდენობით.


ამდენად, პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, ბაღს შიდა ინსტრუქციით ჰქონდეს გათვალისწინებული, ძალადობაზე ეჭვის შემთხვევაში, თანამშრომელთა მოქმედების სქემა, და მეორეს მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია, თავად თანამშრომლებს ჰქონდეთ გაცნობიერებული საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა ამ სქემაში. პასუხისმგებლობა დგება იმ თანამშრომლისთვის/დაწესებულებისთვის, რომელსაც ეჭვი უნდა მიეტანა და არ მიიტანა, რომელსაც რეაგირება უნდა მოეხდინა და არ მოახდინა“, - ნათქვამია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება