„გრუზიას“ ნაცვლად „საქართველო“ - ამიერიდან ლიტვაში საქართველო მისი ისტორიული სახელწოდებით მოიხსენიება
03-05-2018
დაკოპირებულია
-
+
ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდება იცვლება. აღნიშნულის შესახებ ლიტვის საელჩო იუწყება. გთავაზობთ ლიტვის საელჩოს ფეისბუქ პოსტს უცვლელად.
„გადაწყვეტილება მიღებულია! ამიერიდან ლიტვაში საქართველო მისი ისტორიული სახელწოდებით მოიხსენიება. გილოცავთ, ძვირფასო მეგობრებო. ეს ჩვენი მეგობრობის სიმტკიცის კიდევ ერთი სიმბოლოა!“
შეგახსენებთ, რომ ლიტვაში საქართველოს „გრუზიას“ უწოდებდნენ, ამიერიდან კი მას „საქართველოდ“ მოიხსენიებენ.