„Izrune.ge ცოდნის წახალისების თანამედროვე მიდგომაა“ - გორში ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტს გაეცნენ
29-01-2018
დაკოპირებულია
-
+
„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, გორს სტუმრობს.
დღეს „გორის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა გორის N3 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის Izrune.ge-ს პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრას გორის რესურსცენტრის უფროსი თამარ გოგლიძე, სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
გორში Izrune.ge ცოდნის წახალისების თანამედროვე მიდგომად შეაფასეს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტი Izrune.ge უამრავ სიახლეს სთავაზობს მშობლებს, მოსწავლეებს და საგანმანათლებლო სფეროთი დაინტერესებულ პირებს.
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ