ხაშურში სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
მოზარდები ხაშურის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ერთ-ერთ მოსწავლეს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია, მეორეს კი ამბულატორიული მკურნალობა უტარდება.
მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ