მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მოგებული თანხის ნაწილს თავისი ისტორიის მასწავლებლის მკურნალობას მოახმარს
12-10-2017
დაკოპირებულია
-
+
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ვლადიმერ აფხაზავა მოგებული თანხის გარკვეულ ნაწილს თავის ისტორიის მასწავლებელს გადასცემს, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის.
გთავაზობთ პოსტს უცვლელად.
''ეს ქალბატონი, ნუნუ ტუღუში ჩემი ისტორიის მასწავლებელი იყო. ახლა ჩვენ კოლეგები ვართ და ერთად ვასწავლით ჩიბათის საჯარო სკოლაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მასთან თანამშრომლობა. ის ამ წუთებში სიცოცხლისათვის იბრძვის. იბრძვის, რომ ჩვენთან იყოს და კიდევ ემსახუროს მომავალ თაობას, სოფელს, თემს.
ყოველ შაბათ-კვირას დედაქალაქში უწევს მგზავრობა სხვადასხვა სამედიცინო პროცედურებისთვის. მას სწორედ ახლა სჭირდება ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. მე ვუერთები ნუნუ მასწავლებელს ამ ბრძოლაში და მის გვერდში ვდგები, მოგებული თანხის გარკვეული ნაწილი სწორედ მას გადავეცი.
ნუნუ მასწავლებელო, თქვენ აუცილებლდ გაიმარჯვებთ და დაამარცხებთ ამ სენს. ახლა წინ შენი გამარჯვების აღნიშვნა გველოდება.''
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ