თბილისის N195 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები შეხვდნენ
20-05-2019
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N195 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრაზე თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, მიღების პირობები და იუნკერების დღის განრიგი გააცნეს. მოსწავლეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების, დათხოვნისა და სტიპენდიის შესახებ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ცნობადობის ამაღლების მიზნით სკოლის მოსწავლეებს ასევე ქვეყნის სტაბილურობასა და აღმშენებლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების როლზე ლექცია ჩაუტარდათ.