სიახლეები
ეტალონი

„ეტალონში“ მონაწილეობა ნამდვილი დღესასწაულია“ - ტყიბულში ტესტირების პირველი ეტაპი გაიმართა
22-03-2019
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტში 20 მარტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 16 აპრილს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა,  რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს. 

რესურსცენტრის უფროსი ირინე კორძაია: 

„რესურსცენტრის წარმომადგენლები დავესწარით რამდენიმე სკოლაში ტესტირების პროცესს. ტესტირებამ ნორმალურად ჩაიარა, მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობით. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 22 სკოლა ჩაერთო ჩემპიონატში, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებლია. „ეტალონი“ მოსწავლეებს აძლევს სტიმულს და მოტივაციას ისწავლონ უკეთ, რაც დადებითად მოქმედებს, პირველ რიგში, მათ ცოდნასა და განათლებაზე“. 

მერიის წარმომადგენელი ნანა გოტიაშვილი:

„ეტალონი“ არის წარმოუდგენლად კარგი პროექტი, რომელიც მოსწავლეებს აუცილებლად სჭირდებათ. მე ამ პროექტის აქტიური მხარდამჭერი ვარ და მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია მასზე. რაც შეეხება ტესტირების პროცესს, ქალაქის რამდენიმე სკოლაში გახლდით და დავაკვირდი ჩემპიონატის მიმდინარეობას. ტესტირებამ მშვიდად და წყნარად ჩაიარა, ყოველგვარი შეფერხების გარეშე“. 

 მუხურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შადიმან გაბრიჭიძე:

„ტესტირების პროცესმა წყნარად ჩაიარა. მერვე-მეცხრე კლასიდან ყველა მოსწავლე ჩაერთო ჩემპიონატში და ასევე, ყველამ გადალახა ბარიერი. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები არიან „ეტალონით“ და ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდებიან ჩემპიონატს“. 

მუხურის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირაკლი გაბრიჭიძე:

„წინა წელთან შედარებით, წელს ყველა მოსწავლემ კატეგორია „თამამი“ აირჩია და მათი შედეგები საკმაოდ დამაკმაყოფილებელია. ტესტირებამ მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩაიარა, არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. მოსწავლეებმა დაკისრებულ დავალებებს თავი წარმატებით გაართვეს და ახლა მეორე ტურის მოლოდინში ვართ“. 

საწირის საჯარო სკოლის დირექტორი ზვიად გაბრიჭიძე:

„ეტალონი“ არის პროექტი, რომელსაც მხოლოდ უმაღლეს ქულაზე შევაფასებდი. ის სტიმულს აძლევს მოსწავლეებს და ასევე, საშუალებას, გამოავლინონ თავიანთი ცოდნა. რაც შეეხება ჩემპიონატის მიმდინარეობას, ტესტირებამ კარგად ჩაიარა და მოსწავლეებიც მაქსიმალურად ჩაერთნენ“. 

საწირის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამარ ბოჭორიშვილი:

„ტესტირებამ მშვიდ და წყნარ გარემოში, ნორმალურად ჩაიარა. ჩემპიონატის პირველ ტურში 29 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან მხოლოდ ერთმა ვერ შეძლო მოსვლა ტესტირებაზე. სხვა მხრივ, წინა წელთან შედარებით წელს უკეთესი შედეგები დაფიქსირდა და ახლა ყველანი მეორე ტურს ველოდებით“. 

 გელათის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ავალიანი:

„მოსწავლეები ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდებიან „ეტალონს“ და შესაბამისად, მაღალი ჩართულობაც ფიქსირდება. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის, რომელიც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ თავიანთი განათლება და ცოდნა, შედეგების შემდეგ კი, გააუმჯობესონ ის. რაც შეეხება, ჩემპიონატის პირველ ტურს, „ეტალონის“ პედაგოგისა და სხვა ორგანიზატორების დახმარებით ტესტირებამ მშვიდად, წყნარ გარემოში ჩაიარა“. 

გელათის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი იაგო ჭურაძე:

„მოსწავლეები ჩემპიონატში ხალისით ჩაერთნენ. მათთვის ნამდვილი დღესასწაულია „ეტალონში“ მონაწილეობა და წელსაც მაქსიმალური აქტივობა დაფიქსირდა. რაც შეეხება უშუალოდ ტესტირების პროცესს, მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩაიარა, ყველანაირი შეფერხების გარეშე“. 

 სოჩხეთის საჯარო სკოლის დირექტორი ქიშვარდ გოჩელაშვილი: 

„ჩვენი სკოლის მოსწავლეები „ეტალონში“ ყოველთვის დიდი ინტერესით ერთვებიან, რადგან ეს პროექტი მათ მოტივაციას და ძალას აძლევს. წელსაც, მოსწავლეები მაქსიმალურად ჩაერთნენ ჩემპიონატში და საკმაოდ მაღალი შედეგებიც დააფიქსირეს. ტესტირებას რაც შეეხება, არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, მშვიდად და წყნარად ჩაიარა“. 

სოჩხეთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი გულოვან გოჩელაშვილი:

„წელს ჩემპიონატში 12 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან უმეტესობამ მაღალი შედეგი დააფიქსირა და წინა წლის მონაცემებიც გააუმჯობესეს. ტესტირებამ ობიექტურ გარემოში, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ, წარმატებით ჩაიარა. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით და ველოდებით ბატონ გოჩას ჩვენს მუნიციპალიტეტში“. 

ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ცირეკიძე:

„ამჯერად, თითქმის ყველა მოსწავლე ჩაერთო ჩემპიონატში. ზოგადად, ესაა პროექტი, რომელიც აბსოლუტურად ყველა მოსწავლეს აძლევს საშუალებას გამოავლინოს საკუთარი ცოდნა და ასევე, აძლევს მუხტს, ისწავლონ უკეთ და დადონ უკეთესი შედეგი. როცა „ეტალონზეა“ საუბარი, მოსწავლეების მხრიდან ყოველთვისაა დიდი დაინტერესება და საოცარი მოლოდინი. ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი ამ იმედს ამდენი წელია ამართლებს“. 

ახალსოფლის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ელისო რობაქიძე: 

„ტესტირების პირველი ეტაპი გამჭირვალე, ობიექტურ გარემოში ჩატარდა. მოსწავლეები ინტერესით, ხალისით ჩაერთნენ ჩემპიონატში და დამაკმაყოფილებელი შედეგიც დააფიქსირეს. ტესტირების პროცესმა ნორმალურად ჩაიარა, არანაირი ხარვეზი ან პრობლემა არ შეგვქმნია“. 

ძმუისის საჯარო სკოლის დირექტორი რამაზ გოგელაშვილი:

„ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც მოსწავლეებს აძლევს სტიმულს და მოტივაციას, ისწავლონ წარჩინებით. ისევე როგორც სხვა სკოლების, ჩემი სკოლის მოსწავლეებიც ყოველთვის დიდი ინტერესით ერთვებიან ჩემპიონატში, რადგან რეალურად ესაა ერთადერთი პროექტი საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც ყველა სფეროს მოიცავს და საგნობრივ განათლებასთან ერთად მოსწავლის ზოგად ცოდნასაც ამოწმებს“. 

ძმუისის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეკატერინე ხარატიშვილი: 

„წელს ჩემპიონატში მხოლოდ 2 მოსწავლე მონაწილეობდა და მათგან ერთმა გადალახა ბარიერი. ჯერ არ ვიცით, მიიღებს თუ არა ის მეორე ტურში მონაწილეობას, თუმცა მაინც დავიწყეთ მზადება. უშუალოდ ტესტირებამ კარგად ჩაიარა, მშვიდ და წყნარ ვითარებაში“. 

ტყიბულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ვასილ ქენქაძე:

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წინა ორი წლის გამარჯვებული სკოლა ვართ, ამ ფაქტმა მოსწავლეებს მოტივაცია აუმაღლა და წელს უფრო აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები ჩემპიონატში. ტესტირების პროცესმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა, მოსწავლეები და პედაგოგები ორგანიზებულები იყვნენ და ახლა ყველანი მეორე ტურის მოლოდინის რეჟიმში ვართ გადასული“. 

ტყიბულის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაია ბოჭორიშვილი: 

„ზუსტად იმან, რომ წინა წლების გამარჯვებულები ვართ, მოსწავლეებში მოტივაცია აამაღლა და მისცა მათ სტიმული, უკვე თავად წარმოადგინონ თავიანთი სკოლა რაიონის მასშტაბით. ტესტირებამ ობიექტურად ჩაიარა, წყნარ და მშვიდ გარემოში. დასრულების შემდეგ განვიხილეთ თითოეული შეცდომა და ხარვეზი მოსწავლეებთან ერთად და ნელ-ნელა დავიწყებთ მზადებას მეორე ტურისთვის“. 

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის ეროვნული ჯიდლოს მფლობელია

 

ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკეთი, რომელსაც კვირაცხოვლობა ანუ „ახალი კვირა“ – აღდგომის „განახლება“ ეწოდება
დაინიშნა, ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, რომელიც სასაფლაოების მიმართაულებით იმოძრავებს
რატომ გავდივართ აღდგომის მეორე დღეს საფლავზე და რატომ ვაგორებთ კვერცხს
სამდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს - ტრაგედია სვანეთში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება