სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლის პროფესიის რეგულაციის ახალი წესისთვის საჭიროა, კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე ზღვარი ამაღლდეს“ - მანანა რატიანი
05-03-2019
-
+


მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 1 და 4 კრედიტქულის მოპოვების ნაცვლად,  მხოლოდ 7 და 10 კრედიტქულის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ.

etaloni.ge დაინტერესდა რა გახდა აღნიშნულის ცვლილების მიზეზი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, მანანა რატიანს ესაუბრა.

როგორც მანანა რატიანმა აღნიშნა, ცვლილება „მასწავლებლის პროფესიის რეგულაციის ახალ წესს“ უკავშირდება, რომელიც სექტემბრიდან „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის“ ნაცვლად ამოქმედდება.

კერძოდ მისი განმარტებით, ახალი რეგულაციის წესისთვის საჭიროა, უფრო მეტად ამაღლდეს ზღვარი. ხოლო ვინც ამ ეტაპზე 1 და 4 კრედიტი უკვე მოიპოვა, მათ უნდა მოახერხონ ამ რეგულაციის ახალი წესის ამოქმედებამდე სხვა დარჩენილი აქტივობებით კრედიტქულების მოგროვება და შესაბამისად სტატუსის ცვლილება. 

„თავდაპირველად მასწავლებელს, კომპეტენცია დადასტურებულად ითვლებოდა, თუ 60%-ს გადალახავდა. ეს იყო მასწავლებლებისთვის განსხვავებული გზების, საშუალებების შეთავაზება, იმისათვის, რომ კომპეტენციები აემაღლებინა. ეს ცვლილება 2 წლის განმავლობაში მოქმედებდა და მასწავლებლებს 1 და 4 კრედიტის დადასტურების საშუალება ჰქონდათ.

ახლა ვინაიდან გადავდივართ „მასწავლებლის პროფესიის რეგულაციის ახალ წესზე“, მიგვაჩნია, რომ ვინც ამ ეტაპზე 1 და 4 კრედიტი უკვე მოიპოვა, მათ უნდა მოახერხონ ამ რეგულაციის ახალი წესის ამოქმედებამდე სხვა დარჩენილი აქტივობებით კრედიტქულების მოგროვება და შესაბამისად სტატუსის ცვლილება. მათ ამის დრო სასწავლო წლის ბოლომდე აქვთ. ამიტომ ჩვენ გვგონია, რომ მასწავლებლებმა, რომელბმაც უკვე დაადასტურეს კომპეტენცია ნაკლები კრედიტქულით, მათ საშუალება მიეცემათ, სხვა აქტივობებით მოაგროვონ 19 კრედიტქულამდე და შეიცვალონ სტატუსი. 

რაც შეეხება ახალ რეგულაციის წესს, ამისთვის ჩვენ ვემზადებით და შესაბამისად ამ რეგულაციის წესისთვის საჭიროება არის, რომ უფრო მეტად ამაღლდეს ზღვარი, თუმცა იმ ნიშნულსაც არ უბრუნდება, რაც თავდაპირველად იყო გამოცხადებული. იმაზე დაბალიც კი არის და 50%-იან ნიშნულზე გაჩერდება“, - განაცხადა მანანა რატიანმა.

კითხვაზე უნდა ელოდონ თუ არა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე პედაგოგები დამატებით ცვლილებებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ საბოლოო დეტალები რეგისტრაციის გამოცხადებამდე გახდება ცნობილი.

„კარგი იქნება თუ ამ საკითხზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდებით. საბოლოო დეტალები გაცხადდება მანამდე, სანამ მასწავლებლებისთვის რეგისტრაცია გამოცხადდება. ჩვენი მხრიდან სიახლე რაც არის, თქვენ უკვე აღნიშნეთ. ეს არის, ის რომ 1 და 4 კრედიტით ვეღარ მოხდება კომპეტენციის დადასტურება.

მათთვის, ვისაც არ აქვს ინფორმაცია, განვმარტავ, რომ 1 კრედიტს იღებდა აპლიკანტი თუ 100%-დან 30%-ს დაძლევდა, ხოლო 4 კრედიტისთვის 40% უნდა დაძლია, ანუ ახლა მასწავლებელს კომპეტენცია დაძლეულად ჩაითვლება თუ 100-დან 50%-ს მაინც დაძლევს მასწავლებელი“, - აცხადებს მანანა რატიანი.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თანხის გადახდის ბოლო ვადა აპლიკანტებს დღეს, 5 ივნისის 18:00 საათამდე აქვთ - დეტალური ინფორმაცია

სკოლეში გამოცდები 24 ივნისამდე ჩატარდება

საზაფხულო ბაღებში ის ბავშვებიც ივლიან, ვინც წელს სკოლაში შედის - განმარტებები

მასწავლებლების ფინანსური მხარდაჭერა და სასწავლო რესურსები... - კიდევ რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი

სკოლის დირექტორების საყურადღებოდ - დარღვევების ოქმებთან დაკავშირებით emis-ის ინსტრუქცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მე-7 კლასელს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეებმა მოილოცეს ანტონ მარტყოფელის მამათა მონასტერი, ითამაშეს ბუნებაში და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან
 
მოსწავლეებისთვის შეხვედა მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება