სიახლეები
რჩევები

როგორი უნდა იყოს XXI საუკუნის იდეალური მასწავლებელი - პროფესიონალის 8 რჩევა
30-11-2018
-
+


ამერიკელი მასწავლებელი და პოპულარული ბლოგერი ვიკი დევისი საკუთარ ბლოგზე იძლევა პრაქტიკულ რჩევებს - თუ რა უნდა იცოდეს XXI საუკუნის მასწავლებელმა.

ვიკი დევისი - პედაგოგი და განათლების სფეროს პოპულარული ბლოგერია. იგი უკვე 12 წელია საიტ CoolCatteacher-ს აწარმოებს. საიტს 100 000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს. 

etaloni.ge - გთავაზობთ ბლოგერის რჩევებს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს პედაგოგმა მოსწავლეებთან მუშაობისას საუკეთესო შედეგებს და ამასთან სამუშაოსგან სიამოვნება მიიღოს.

პედაგოგი გამოყოფს რამდენიმე თვისებას, რომლებიც მის კოლეგებს ახალი ტექნოლოგიების სამყაროში სწრაფად ორიენტირებაში დაეხმარება.


არ გაიფანტოთ მილიონ საქმეს შორის

მასწავლებელს ყოველდღიურად უამრავი საქმე აქვს მოსაგვარებელი. მას ადმინისტრაციის, კოლეგებისა და მოსწავლეების მხრიდან უამრავი დავალება ატყდება თავს. ნუ შეეცდებით ერთბაშად შეეჭიდოთ ყველა ამოცანას. ამოირჩიეთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი. 

ვიკი მკითხველს ისტორიას უზიარებს - როდესაც, საქმეში ყურებამდე ჩაფლული მორიგი კონფერენციიდან დაბრუნდა ჩამოწერილი 50 იდეით, რომელთა რეალიზებას ახალ სასწავლო წელს გეგმავდა და სიის ვერც ერთი პუნქტი ვერ განახორციელა.

დროსთან ერთად ვიკიმ გაიგო, რომ მხოლოდ სამი საკითხი უნდა გამოყოს და ამით შემოიფარგლოს. 


არ ელოდოთ სწრაფ პროგრესს და გააგრძელეთ წინსვლა პატარა ნაბიჯებით

მასწავლებლები ძალიან დატვირთულები არიან, ამიტომ, ხშირად ჰგონიათ, რომ ახლის სწავლის დროის გამოყოფა არარეალურია. 

მაგრამ ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სურვილის დროს ყველაფერია შესაძლებელი. მთავარია დაწყება და მიზნისკენ გამუდმებული სვლა.

როდესაც ვიკიმ ახალი ტექნოლოგიებისა და ბლოგერობის ათვისება გადაწყვიტა, ამ საქმისთვის ნახევარი საათი გამოყო.

ორშაბათობითა და სამშაბათობით მესამე და მეოთხე გაკვეთილს შორის არსებული შუალედის დროს პედაგოგი ახლის შემეცნებას უთმობდა დროს, შემდეგ კი ამ ახალს აუცილებლად უზიარებდა საკუთარ მოსწავლეებს.

ისწავლეთ მოსწავლეებისგან

2005 წელს, როდესაც ახალი საქმის ათვისება დაიწყო, ახალი ტექნოლოგიების ათვისების პრობლემა ჰქონდა. ამიტომ დასახმარებლად საკუთარ მოსწავლეებს მიმართა. პედაგოგმა პოპულარული რესურსებით მუშაობა მოსწავლეების დახმარებით ისწავლა. 

ვიკის გაკვეთილზე მასწავლებელი და მოსწავლეები პერიოდულად როლებს ცვლიდნენ. მოსწავლეები ეხმარებოდნენ მას საკუთარი ბლოგისთვის სახელის არჩევაში, თემების მოფიქრებასა და კონტენტის მომზადებაში. ეს ყველაფერი კი მოსწავლეებს კლასგარეშე სამუშაოდ ეთვლებოდათ. ბავშვები საკუთარი მასწავლებლის თანაავტორები გახდნენ და პროექტზე მუშაობის უნიკალურ გამოცდილება მიიღეს.


ითანამშორმლეთ კოლეგებთან

მასწავლებელი პროფესიულად იზრდება, როდესაც კოლეგებს გამოცდილებას უზიარებს. ბლოგერის აზრით, იმისთვის რომ ჩართული იყო პედაგოგიურ საზოგადოებაში აუცილებელი არ არის ესწრებოდე კონფერენციებსა და სემინარებს. საკმარისია გამოცდილების გაზიარება თემატურ ფორუმებსა და ინტერნეტ ბლოგებში.

დაამყარეთ მოსწავლეებთან თბილი და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა.

მანამდე, სანამ ბავშვს ასწავლით, მნიშვნელოვანია თითოეულ მათგანთან კონტაქტი დაამყაროთ. ბავშვები ცუდად სწავლობენ პედაგოგთან, რომელიც არ მოსწონთ. 

ელოდეთ მოსწავლისგან ყოველთვის უფრო მეტს

მოსწავლეები იმ ზღვარს არ გადადიან, რაც მათ მასწავლებელმა დაუწესა. ამას პიგმალიონის ეფექტს ან თვითქმნად წინასწარმეტყველებას ეძახიან.

პირველად ეს ეფექტი ამერიკელმა ფსიქოლოგებმა რობერტ როზენტალმა და ლენორ ჯეკობსონმა აღწერეს. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის აზრი მდგომარეობდა მოსწავლეების შესაძლებლობებთან მიმართებაში მასწავლებლების მოლოდინების მანიპულაციაში.

მასწავლებლებს შესთავაზეს მუშაობა მოსწავლეებთან,  რომლებიც წარუდგინეს, როგორც განსაკუთრებით ნიჭიერები (სინამდვილეში, შემთხვევით შერჩეული ჩვეულებრივი ბავშვები). პედაგოგების მიზანი იყო საკუთარ კლასებში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდა.

შედეგად, სრულიად ჩვეულებრივმა ბავშვებმა, რომელთაგან მასწავლებლები ბევრს ელოდნენ, შესანიშნავი შედეგები აჩვენეს.

ვიკი დევისი დარწმუნებულია, რომ მნიშვნელოვანია გვჯეროდეს საკუთარი მოსწავლეების დიდი მომავლის, მაშინ ისინი მსოფლიო დონის სპეციალისტები გახდებიან.


ეძებეთ ადამიანები, რომლებიც შთაგაგონებენ

სამასწავლებლო ოთახი - სამწუხაროდ, ყველაზე შთამაგონებელი ადგილი ნამდვილად არ არის. სამასწავლებლოში ხშირად ნეგატიური ემოციები უფრო მეტია. 

მნიშვნელოვანია გარშემო თანამოაზრეები შემოვიკრიბოთ, რომლებიც დაგვეხმარებიან ვიყოთ ძლიერები.

ეძიეთ ბავშვებთან მიდგომის გზები, რომლებიც მათში ცნობისმოყვარეობას აღძრავენ

თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს სკოლაში წასვლის მიზეზი. კარგია, თუ ეს იქნება რაიმე საგანის სიყვარული, მაგრამ ეს აუცილებელი არ არის.

მოსწავლეებს შეუძლიათ მოვიდნენ სკოლაში, რადგან მათთვის საინტრესოა კლასგარეშე საქმიანობა აკეთონ - თანაკლასელებთან ერთად ვიდეორგოლები გადაიღონ ან სპექტაკლების მიიღონ მონაწილეობა. მსგავსი აქტივობები მათ ასევე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რა არ უნდა გააკეთოთ წითელ პარასკევს - დაუშვებელია, სიმღერა, გართობა, საოჯახო საქმეები....
ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - რა უნდა ვიცოდეთ წითელი პარასკევის შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება