სიახლეები


მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს გამოცდის შედეგების გასაჩივრება 15 აგვისტოდან შეეძლებათ - გაეცანით ვადებსა და ინსტრუქციას
14-08-2018
-
+


მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა ყველა გამოცდის შედეგები ცნობილია. შეფასებისა და გამოცების ეროვნული ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადები მიიღება 15 აგვისტოს 10:00 საათიდან 21 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური:

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი. 

ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება).

საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან.  ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი).

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:

  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი ;
  • „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „თიბისი ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
საფასურის გადახდა შეუძლია როგორც მასწავლებელს/მასწავლებლობის მსურველს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.

სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.gov.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი.

მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს „შესვლა“ და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევას ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, არჩევას ვერ შეძლებთ).საგნის არჩევის შემდეგ უნდა აირჩიოთ დავალებები, რომელთა გასაჩივრებასაც აპირებთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.

ამ აღნიშვნების განხორციელების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.

გახსოვდეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“.

გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.

განაცხადი ასევე გაიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (ეს ველიც სავალდებულოა და უნდა შეივსოს, შეგიძლიათ მიუთითოთ როგორც რეგისტრაციისას გამოყენებული, ისე სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართი).

განაცხადების მიღება შეწყდება 21 აგვისტოს 18:00 საათზე.

გამოცდაზე გამოყენებული ტესტები და სწორი პასუხები

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
სამდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს - ტრაგედია სვანეთში
„სიმართლე აუცილებლად იზეიმებს... ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული...“ - პატრიარქის ეპისტოლე
შეიძლება თუ არა აღდგომას სასაფლაოზე გასვლა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
„– აბა, აღსდგა ქრისტე? – ჭეშმარიტად, მასწავლებელო…!” - 5 მაისს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება