სიახლეები


ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები პირველ კომენტარს აკეთებენ
19-07-2018
-
+


დღეს აბიტურიენტები ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. მათი ნაწილი საგამოცდო ცენტრებიდან უკვე გამოვიდა და Etaloni.ge-სთან საუბარში აუდიტორიაში არსებულ სიტუაციასა და ტესტის საკითხებს განიხილავენ:

„ესეში უნდა გვემსჯელა პაოლო იაშვილის მოსაზრებაზე, რომლის თანახმადაც, „მერანი“ მოძველდა და აზრი აღარ აქვს მის შესწავლას. თემად მოცემული იყო „სტუმარ-მასპინძლისა“ და „მეხთატეხიდან“ ეპიზოდების შედარება, ამ უცხო ნაწარმოებში მკვლელი შეინანეს და შვილად წაიყვანეს“, - თამარ ბაციაშვილი.

„თემა იყო „სტუმარ-მასპინძელიდან“, ზვიადაურის მოკვლის სიუჟეტი და ერთერთი რუსი მწერლის ნაშრომი, მსგავსება და განსხვავება უნდა გვეპოვნა ტექსტებს შორის. ესეში პაოლო იაშვილის ნათქვამზე უნდა გვემსჯელა. ის ამბობდა, რომ „მერანი“ დაბერდა. ჩემი აზრით, საშუალო სირთულის გამოცდა იყო“, - გიგი თედელური.

„შუშანიკის და აბოს წამებიდან იყო შინაარსობრივი კითხვები, ასევე იყო ორი ტექსტის შედარება. ესე მოვიდა პოეზიის გადაგვარებაზე, რომ დღეს აღარ არიან ისეთი პოეტები, როგორებიც ადრე და „მერანიც“ გაცვდაო. ეს საკითხი ცოტა გამიძნელდა, ზოგადად კი, გამოცდა არ იყო რთული. სიმშვიდე და სიგრილე იყო აუდიტორიაში“, - ანი ავქაფაშვილი.

„აუდიტორიაში კონფორტული სიტუაცია დაგვხვდა, გამოცდაც არ იყო რთული. უბრალოდ უნდა გეაზროვნა და გემსჯელა. „სტუმარ-მასპინძლიდან“ ნაწყვეტი უცხო ტექსტისთვის უნდა შეგედარებინა, ასევე გემსჯელა პაოლო იაშვილის მოსაზრებაზე, რომ „მერანს“ ფერ-ხორცი დაეკარგა და 50 წელიც ვეღარ გასტანს. ადრეც გავსულვარ ლიტერატურის გამოცდაზე, ვფიქრობ, წელს გამარტივებულია“, - გუბაზ თევდორაძე.

„საგამოცდო გარემო მშვიდი და გრილი იყო, რაც შეეხება ტესტის სირთულეს, საშუალო დონით შევაფასებდი“, - გვანცა კეკელია.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
პედაგოგ ლადო აფხაზავას საქმეზე პროკურატურამ ბრალი მეზობელს წარუდგინა - საქმის დეტალები
ვის აქვს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიღების უფლება - ახალი დოკუმენტი ძალაშია
 განიხილება მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხიც
3027 აღმზრდელიდან პროფესიული განვითარების ტრენინგმოდული 1895-მა გაიარა წარმატებით
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მე-10 კლასმა კი სააღდგომო ტრადიციების შედარებითი ანალიზი Power Point-ში, პრეზენტაციის სახით, მოამზადა
აქტივობები საინტერესო და სახალისო იყო თითოეული მოსწავლისთვის
კლუბის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება
„მადლიერების გამოხატვა ადამიანთა განსაკუთრებული თვისებაა და ამასთანავე აუცილებელიც“ 
საინტერესო
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
სიახლეები
საზოგადოება