| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„სკოლის ფუნქცია და მისიაა თანამედროვე მოაზროვნე, ტოლერანტი და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი ახალგაზრდების აღზრდა. ასევე, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში შევუწყოთ ხელი, ამ კუთხით არც ილემის საჯარო სკოლაა გამონაკლისი“, - აღნიშნავენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და მიღწევებზე აისახება.
სკოლის მეხუთეკლასელი ლუკა სხილაძე აქტიურადაა გატაცებული ჭიდაობით და წარმატებულადაც ასპარეზობს. მის სახელზე არაერთი მედალი, დიპლომი და სიგელია.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„სკოლა ულოცავს და ამაყობს მისი მოსწავლეების წარმატებებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება