სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
26-02-2024
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ. 

შესაბამისად სკოლა აქტიურად შეუერთდა მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მე-7ბ კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებელ ნინო დგებუაძესთან ერთად, იმოგზაურეს უძველესი ქართული წერილობითი ძეგლების სამყაროში. გაიხსენეს ფარნავაზ მეფე, რომელმაც შექმნა „მწიგნობრობაი ქართული... “, გაიხსენეს ჩვენი ანბანის განვითარების საფეხურები. ააგეს „ანბანის კოშკი“, ბოლოს კი ნახეს ნაწყვეტი ფილმიდან - „ფესვები“ - „ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, ფესვებიდან!...“

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე, ასევე აღნიშნეს პირველკლასელებმა ქართული ენის მასწავლებელ ნანა ლეჟავასთან ერთად.

მშობლიურ ანბანს ასევე ხოტბა შეასხეს, 1-ლი, მე-3ბ და მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებელ მარიზა კინწურაშვილთან ერთად. 

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ  იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება