| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის - „მოქალაქე“ ხელმძღვანელობით, კვირეული „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ ჩატარდა.
სამოქალაქო განათლების კლუბის - „მოქალაქე“ მეურვე საგნის მასწავლებელი ლიანა ჯინჭარაძე გახლავთ.
კვირეულის ფარგლებში განხორციელდა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები. მოსწავლე-მასწავლებლებმა ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და ბავშვებისთვის მის მნიშვნელობაზე. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები, დისკუსიები, აქტივობებში სკოლის მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი მონაწილეობდა.
განსაკუთრებით აქტიურობდნენ VII -X -XII კლასის მოსწავლეები. ( კლასის ხელმძღვანელები მერი ჯაფარიძე, ვლადიმერ საფარიძე, თინათინ ესებიძე).
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის - ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“