სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში წარჩინებული კურსდამთავრებულები მედლებით საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
21-02-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ.

როგორც გვიყვებიან, 16 თებერვალს სკოლაში დიდი სტუმრიანობა იყო. 

2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები გადასცეს: ქალაქის მერმა - იოსებ ხახალეიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა - ზაზა ლომინაძემ, ქუთაისის რესურსცენტრის უფროსმა - მაია ცქიტიშვილმა, „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ - გია ბასილაძემ, ქალაქის კულტურულ დაწესებულებათა უფროსმა - ვაჟა ჯუღელმა. 

სკოლის დირექტორმა, გენადი მარგველაშვილმა, ამავე დღეს ასევე მედლები გადასცა ჟაუტიკოვის საერთაშორისო ონლაინ ოლიმპიადის (2021 წელი) გამარჯვებულებს.

კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს ყოფილმა დამრიგებლებმა: ქეთევან მაჩალაძემ, მაკა აბდალაძემ და ნატო სვიანაძემ, მე-8 გ კლასის (დამრიგებელი ნათია ყანჩაველი) მოსწავლეებმა მარიამ ფრუიძემ, აკაკი წიტაიშვილმა.

შეხვედრას უძღვებოდა დირექტორის მოადგილე ლია კუხიანიძე.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება