სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

„ყოველდღიურად რაღაც ახალს ვეძებ, რომ მოსწავლეებს გავუზიარო“ - დირექტორები მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე
29-01-2024
-
+


„დიდებული მასწავლებელი ამავდროულად დიდებული ხელოვანია... სწავლება შეიძლება იყოს უდიდესი ხელოვნება, რადგან ჩვენს სამყაროში ადამიანის გონება და სული მთავარი მედიუმია“ - ეს სიტყვები ნობელიანტ ჯონ სტაინბეკის ეკუთვნის და შეუძლებელია მას არ დაეთანხმო. მასწავლებლობა ნამდვილად არის ხელოვნება, ხელოვნება, რომლითაც გონიერი და განათლებული საზოგადოება იქნება. 

როგორც  etaloni.ge-სთან ერთ-ერთმა სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ მასწავლებელი „იწამლება“ ამ პროფესიით. რატომ უყვართ მასწავლებლებს თავიანთი პროფესია? - ამ კითხვაზე სკოლის ხელმძღვანელები გვპასუხობენ.

მზია კაპანაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის საჯარო სკოლის დირექტორი:

მე ბავშვობიდან მიყვარს ეს პროფესია. ჩემი პირველი მასწავლებლის სიყვარულით, ავირჩიე პედაგოგობა და ამ გადაწყვეტილებით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი საგანი ძალიან მიყვარს, რაც მთავარია, მიყვარს ბავშვები, მათ გვერდში დგომა და ჩემი ცოდნის მათთვის გადაცემა, ამიტომ ყოველდღიურად რაღაც ახალს ვეძებ, რომ მათ გავუზიარო, მსიამოვნებს იმის გაცემა, რაც მე ვიცი. 

ლელა სიჭინავა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის დირექტორი:

პედაგოგობა, ეს ყველაზე საპატიო პროფესიაა. ბავშვებთან ურთიერთობა და ბავშვების სიყვარული ის მთავარი ღირებულებაა, რაც მასწავლებელს უნდა გააჩნდეს. ყველაფერი მასწავლებლისგან იწყება, ყველა პროფესიის ადამიანს მასწავლებელი ზრდის, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს - მომავალი თაობების აღზრდისა - რა უნდა იყოს ამაზე მეტად ღირებული და საპასუხისმგებლო?!

ირმა უზნაძე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

მასწავლებელი მუშაობს საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რაც განათლებულ და თავისუფლად მოაზროვნე მომავალი თაობის აღზრდაში გამოიხატება. ბედნიერებას გვანიჭებს ის ფაქტი, რომ ყველაზე ძვირფასი ადამიანებისთვის სასიკეთო საქმეს ვაკეთებთ - ვზრუნავთ, რომ მათი მომავალი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ 

მარინე ბერიანიძე, წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველა მასწავლებელს აქვს თავისი მიზეზი, რის გამო უყვართ ეს პროფესია, მაგრამ მთავარი ალბათ ის არის, რომ შედეგი იდება, როცა მასწავლებელი წარმატებულ თაობას ზრდის. სულ ცოტაც კი აბედნიერებს პედაგოგებს, მოსწავლეების მხრიდან მადლიერების განცდა, რაც მათივე დამოკიდებულებაში იგრძნობა, დაფაზე დაწერილი წარწერა: „მიყვარხართ მას...“ - შეუძლებელია ამ ყველაფერმა უსაზღვროდ არ შეგაყვაროს მასწავლებლობა.  

დოდო ხაჩიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორი:

მე ვფიქრობ, რომ მასწავლებლობას თანდაყოლილი ნიჭი სჭირდება, ეს ძალიან სპეციფიკური პროფესიაა. მე პირველი კლასიდან მინდოდა მასწავლებელი ვყოფილიყავი და ვერ წარმომედგინა საკუთარი თავი სხვაგან. ვიმუშავე უფასოდ, ძალიან დაბალ ანაზღაურებაზეც, მაგრამ მაინც ვერ ვთქვი უარი ჩემს პროფესიაზე. ვერ გეტყვით მასწავლებლობა რა ფენომენია, მაგრამ თუ მოწოდებით არ ხარ მასწავლებელი ამ სფეროში ვერ გაჩერდები. 

 ქეთევან გვარჯალაძე-გორგოშაძე ბათუმის N8 საჯარო სკოლის დირექტორი: 

მასწავლებელი იწამლება ამ პროფესიით. ძალიან იშვიათად მინახია სკოლიდან წასულ ადამიანს შეეცვალოს პროფესია და რამით ჩაენაცვლებინოს, რადგან ძალიან სასიამოვნოა ნებისმიერი რამის სწავლება. მაგალითად, თქვენ დღეს ნამცხვრის რეცეპტი, რომ  მასწავლოთ, სიამოვნება მოგენიჭებათ, როცა მე კარგ ნამცხვარს გამოვაცხობ. სწორედ ასეა, როდესაც მასწავლებლები ყოველდღიურად თავის ცოდნას მოსწავლეებს გადასცემს, ისინი ამას იაზრებენ და ითვისებენ, შენ უსაზღვრო სიამოვნება გენიჭება და ალბათ ეს არის სათავე იმისა, რომ განსაკუთრებულად გიყვარდება შენი საქმე. რასაც გასცემ, წარმატებული თაობების აღზრდით უკან გიბრუნდება და ეს სხვა პროფესიაში ძალიან იშვიათად ხდება. 

ხათუნა დუმბაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლის დირექტორი:

ამ პროფესიისადმი სიყვარული შინაგანად უნდა მოდიოდეს, თუ მოსწავლეებთან ურთიერთობა არ გიყვარს, ვერც ეს პროფესია გეყვარება. სწავლება უნდა უყვარდეს პედაგოგს, რომ ის იყოს პროფესიონალი და თავისი საქმის ერთგული, შეიძლება ადამიანი ძალიან კარგად ფლობდეს საგანს, მაგრამ თუ მისი ცოდნის მოსწავლეებამდე მიწოდება არ შეუძლია და გაზიარების პროცესი მას არ აბედნიერებს, ვერასდროს ეყვარება ეს საქმე. მასწავლებელი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, მოსწავლეებისთვის ახალი ინფორმაციის ხალისითა და ენერგიულად მიწოდებას. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა, მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია თუ რატომაა საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი

 

 

თითოეულმა მოსწავლემ იცის, რომ მისი სახელობის კვიპაროსი იფესვიანებს და ისინი ერთად გაიზრდებიან

სკოლაში ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშრიებით ლამაზი ვიდეორგოლი მომზადდა
 

ღონისძიებაზე სკოლის დირექციამ და ამაგდარი მასწავლებლის კოლეგებმა აღნიშნეს პატიკო ქარდავას მრავალწლიანი ღვაწლი

სასწავლო პროცესის ამგვარი ფორმატი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სახელმძღვანელოში მიღებული ცოდნა რეალურ მხატვრულ გარემოს დაუკავშირონ
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება