სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება ჩივთქილისის საჯარო სკოლაში 
08-01-2024
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში, პირველი სემესტრის ბოლოს, მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

ის ახალ წელს მიეძღვნა და შემდეგი აქტივობები გაიმართა:

  • ხელნაკეთი ნაძვის ხის კონკურსი;
  • სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო;
  • სპექტაკლი „საახალწლო ზღაპარი“ (ქართულ ენაზე);
  • სპექტაკლი „მოპარული ღიმილი“ (სომხურ ენაზე);
  • საახალწლო ლექსები, სიმღერები და ცეკვები.
აღსანიშნავია, რომ ხელნაკეთი ნაძვის ხის კონკურსში დაწყებით საფეხურზე გაიმარჯვა - მე-6 კლასმა, საბაზო საფეხურზე - მე-9 კლასმა, ხოლო
საშუალო საფეხურზე - მე-12 კლასმა.

სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს წარდგენაში პირველი ადგილი აიღო - მე-10 კლასმა, მეორე ადგილი - მე-2 კლასმა, ხოლო მესამე ადგილი - მე-3 კლასმა. გამარჯვებულებს სიგელები და თასები გადაეცათ.

„მადლობა მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისთვის. განსაკუთრებული მადლობა მონაწილე მოსწავლეებსა და მშობლებს. დირექციამ არცერთ მოსწავლეს არ დაწყვიტა გული და ყველამ მიიღო სიმბოლური, საახალწლო საჩუქარი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება